ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კონორის გადამწყვეტი შაიბა

AutoSharing Option
მონრეალი-პიტსბურგი 1:4
0:1, 1:2, 0:1
გოლები: 0:1 ი. კოული-3 (მალკინი-29, ჰორნკვისტი-15), 0:2 ფერი-6 (კუნიტცი-14, ს. უილსონი-7), 0:3 გენტცელი-4 (გაუნსი-1, ჰორნკვისტი-16), 1:3 ანდრიგეტო-2 (ემელინი-5, ლეჰკონენი-5), 1:4 მაატა-1 (შირი-16).

"პიტსბურგმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. "პინგვინების" მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი რეზერვის მოთამაშეებმა შეიტანეს: გამარჯვების გოლი მეოთხე შემტევმა სამეულმა გაიტანა. "პიტსბურგმა" ამ მოგების მოსაპოვებლად მხოლოდ 26 დარტყმა იკმარა.

ვინიპეგი-არიზონა 6:3
1:2, 3:0, 2:1
გოლები: 0:1 იოორისი-2 (კრაუსი-3), 1:1 ლიტლი-8 (მორისეი-7, ბაფლინი-20), 2:1 ეკმან-ლარსონი-9 (დოუნი-9), 2:2 ველერი-14 (მ. პერო-10, ლიტლი-11), 3:2 კოპი-5 (ტორნბურნი-1, პეტანი-10), 4:2 არმია-3 (მატიასი-2,
ბაფლინი-21), 5:2 ტროუბა-3 (სტეფორდი-8, შაიფლი-23), 6:2 ელერსი-15 (პოსტმა-10), 6:3 ჩირჩუნი-2 (ბურმისტროვი-4, ვრბატა-19).

მეორე 20-წუთეულში "ვინიპეგმა" 19 ზუსტი დარტყმა შეასრულა და მთლიანად შემოატრიალა მატჩის ბედი. ამ შტურმის შედეგი იყო ცხრა წუთში გატანილი სამი შაიბა. მესამე პერიოდში "არიზონას" მეკარის შეცვლამაც არ უშველა.

დეტროიტი-ბოსტონი 6:5 (ბ)
1:4, 3:1, 1:0, 0:0, 2:1
გოლები: 0:1 ვატრანო-4 (მაკუეიდი-2, პ. ბერჟერონი-10), 0:2 კარლო-4 (მარშანი-27, პ. ბერჟერონი-11), 0:3 ვატრანო-5 (ბეკსი-11, სპუნერი-15), 1:3 ლარკინი-12 (ტატარი-11, შიჰენი-7), 1:4 პ. ბერჟერონი-10 (კრუგი-25, მარშანი-28), 2:4 უელე-2, 3:4 ატანასიუ-10 (ვანეკი-19, მაიკ გრინი-13), 4:4 ტატარი-10, 4:5 მაკუეიდი-1 (კრეიჩი-19), 5:5 ნიკუისტი-7 (ლარკინი-6, ტატარი-12).
ბულიტები გაიტანეს: ვანეკი (დეტროიტი), მარშანი (ბოსტონი), ნილსენი (დეტროიტი).

ბოლო დღეებში, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მომრავლდა უხვგოლიანი შეხვედრები, რომლებიც ჟურნალისტებმა ასე მონათლეს - "მატჩები 80-იან წლებიდან". სწორედ ასეთი მატჩი ჩაატარეს გუშინ "დეტროიტმა" და "ბოსტონმა". "რედ უინგზი" 1:4-ს აგებდა, მაგრამ თამაშის ბედი ბულიტების სერიაში გადაწყდა. "დეტროიტმა" ამ სეზონში ექვსიდან ექვსი ასეთი სერია მოიგო და ოქტომბრის შემდეგ, პირველად აქვს ზედიზედ სამი მოგება.

ედმონტონი-ფლორიდა 4:3 (ო)
2:1, 0:1, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 კასიანი-3 (მაკდევიდი-38), 2:0 ლეტესტუ-9 (მაკდევიდი-39, სეკერა-16), 2:1 ტროჩეკი-17 (რ. სმიტი-10, იენდლი-20), 2:2 სგარბოსა-1 (მარშესო-15, ეკბლადი-7), 2:3 მაკკეგი-3 (იაგრი-20, ეკბლადი-8), 3:3 ებერლე-9 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-14), 4:3 მაკდევიდი-15 (დრაიზაიტლი-23).

"ედმონტონს" ზედიზედ ოთხი გამარჯვება დაუგროვდა. "მენავთობეების" ლიდერმა კონორ მაკდევიდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ ითვლება ამ სეზონში MVP-ის პრიზის მთავარ მაძიებლად. სწორედ მან გაიტანა ოვერტაიმის დასრულებამდე 2.6 წამით ადრე გადამწყვეტი შაიბა, სულ კი ამ მატჩში სამი ქულა აიღო და 54 ქულით (15+39) აგრძელებს ლიდერობას ბომბარდირთა სიაში.

სხვათა შორის, გუშინდელი მატჩის შემდეგ, მაკდევიდის კარიერული მონაგარი 100 ქულამდე ავიდა. კანადელი გახდა მეოთხე მოთამაშე ოვეჩკინის, კროსბისა და მალკინის შემდეგ, ვინც 100 ქულა ასე სწრაფად (92 მატჩში) დააგროვა. ოვეჩკინს ამისთვის 77 მატჩი დასჭირდა, კროსბის - 80 და მალკინს - 89.

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 2:3
1:2, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 ბერნსი-19 (ჯ. ტორნტონი-25, მ. კარლსონი-7), 1:1 პირსონი-14 (ფორბორტი-12, დ. ბრაუნი-14), 1:2 ვინგელსი-5 (ჰეილი-6), 1:3 პაველსკი-16 (ჯ. უორდი-13, ჯ. ტორნტონი-26), 2:3 გაბორიკი-4 (კლიფორდი-5, დ. ბრაუნი-15).

"სან ხოსემ" ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო. "ზვიგენებმა" ამ რეგულარულში დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა "ლოს ანჯელესთან" და ხუთიდან სამჯერ მოუგეს "მეფეებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული