ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: მაკდევიდი აგებს და ლიდერობს

AutoSharing Option
გუშინდელი დღის მთავარი მატჩი იყო "ანაჰაიმისა" და "ედმონტონის" დაპირისპირება. "დაქსი" წყნარი ოკეანის დივიზიონში პირველი ადგილისთვის ებრძვის "სან ხოსეს" და გუშინდელი მოგების შემდეგ, ორ ქულამდე მიუახლოვდა "ზვიგენებს", გარდა ამისა, ორი ქულით გაუსწრო "ედმონტონს" მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.

"ანაჰაიმისთვის" ეს იყო ბოლო რვა მატჩში მეექვსე მოგება, "ედმონტონმა" კი შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.

"ოილერზის" რიგებში გაიბრწყინა კონორ მაკდევიდმა, რომელმაც გოლი და ორი შედეგიანი პასი დააგროვა და ახლა, 85 ქულით ლიდერობს ბომბარდირთა დავას. ედმონტონელმა ოთხი ქულით გაუსწრო სიდნი კროსბის.

ასევე უნდა აღვნიშნოთ "ედმონტონის" რიგებში გერმანელი
ფორვარდის ლეონ დრაიზაიტლის შედეგიანი თამაში - 21 წლის ჰოკეისტმა ბოლო ხუთ მატჩში 11 ქულა დააგროვა.

კოლამბუსი-ტორონტო 2:5
0:2, 2:1, 0:2
გოლები: 0:1 კომაროვი-12 (კადრი-24), 0:2 მეტიუსი-33 (ნიულანდერი-34, გარდინერი-26), 1:2 სავარი-6 (დუბინსკი-28, ჯენერი-13), 2:2 საადი-21 (ვერენსკი-36, განიე-27), 2:3 ნიულანდერი-20 (ბოზაკი-32), 2:4 კადრი-30 (კომაროვი-15, ზაიცევი-28), 2:5 ზაიცევი-4 (გარდინერი-27).

რეინჯერსი-აილენდერსი 2:3
0:0, 2:1, 0:2
გოლები: 1:0 ცუკარელო-15 (ზიბანეჯადი-18, სტეპანი-36), 1:1 ლი-27 (ბოვიე-12, ლედი-29), 2:1 რიკ ნეში-20 (ლინდბერგი-12, ჰოლდენი-22), 2:2 კულემინი-12 (ბოვიე-13, ჰო-სანგი-4), 2:3 ლედი-20 (ლი-17, ტავარესი-35).

ანაჰაიმი-ედმონტონი 4:3
2:2, 2:0, 0:1
გოლები: 0:1 დრაიზაიტლი-25 (მარუნი-13, მაკდევიდი-58), 1:1 ივსი-25 (გეტცლაფი-46, ლინდჰოლმი-10), 1:2 მაკდევიდი-26 (დრაიზაიტლი-42, რასელი-7), 2:2 ლინდჰოლმი-6 (რაკელი-13, გეტცლაფი-47), 3:2 მენსონი-4 (ლინდჰოლმი-11), 4:2 რაკელი-32 (გეტცლაფი-48), 4:3 ლეტესტუ-15 (მაკდევიდი-59, მარუნი-14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული