ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი დაასახელა. კანადური ჰოკეის პირველმა ვარსკვლავმა სამ მატჩში 8 ქულა (5 გოლი+3 შედეგიანი პასი) დააგროვა. "ოტავას" წინააღმდეგ კროსბიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, რომელიც მეცხრე იყო მის კარიერაში. სიდნიმ გუშინ, "ანაჰაიმთან" მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. "პინგვინების" კაპიტანი შვიდი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "ოტავას" მცველმა ერიკ კარლსონმა. შვედმა სამ მატჩში შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.

კვირის მესამე ვარსკვლავია "ფლორიდა" ფორვარდი ვინსენტ ტროჩეკი. სამ მატჩში მის
ანგარიშზე 6 ქულა (3+3) მოდის.

პიტსბურგი-ანაჰაიმი 6:2
3:1, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 კუნიტცი-10 (ლეტანგი-30, კროსბი-28), 2:0 შირი-3 (ლეტანგი-31, დელეი-12), 2:1 გეტცლაფი-5, 3:1 ჰაგელინი-5 (კესელი-19, დუმოლენი-12), 4:1 კროსბი-23, 4:2 მარუნი-3 (პერი-15, გეტცლაფი-31), 5:2 კროსბი-24 (კუნიტცი-15), 6:2 მაატა-6 (კროსბი-29, ჰორნკვისტი-19).

რეინჯერსი-ნიუ ჯერსი 2:1
0:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 კლაინი-4 (ცუკარელო-21, მ. სტაალი-11), 2:0 ჯ-ტ. მილერი-17 (ბრასარი-22, ფასტი-13), 2:1 ზეიჯაკი-8 (ენრიკე-17).
ოტავა-ტამპა ბეი 5:1
2:1, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ზ. სმიტი-11 (სტოუნი-25), 2:0 პრინსი-3, 2:1 ჯ-ტ. ბრაუნი-6 (ქობურნი-8, კელეჰანი-11), 3:1 სტოუნი-15 (პაგო-9, ზიბანეჯადი-22), 4:1 სტოუნი-16 (სესი-11, პაგო-10), 5:1 პაგო-13.

დეტროიტი-ფლორიდა 3:0
0:0, 0:0, 3:0
გოლები: 1:0 ტატარი-16 (კინდლი-4, ლარკინი-20), 2:0 დაციუკი-7 (ბ. რიჩარდსი-11, ზეტერბერგი-26), 3:0 დაციუკი-8 (ზეტერბერგი-27, აბდელკადერი-13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული