სიდნი კროსბი ოლიმპიადას გააცოცხლებს?

AutoSharing Option
რუსული გაზეთი "სპორტ-ექსპრესი" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეების 2018 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, NHL-მ უარი თქვა თავისი ჰოკეისტების ოლიმპიადაზე გაშვებაზე, გამოაქვეყნა 2017-18 წლების კალენდარი, სადაც არ არის გათვალისწინებული პაუზა ზამთრის თამაშებისთვის და ეს საკითხი დახურულად გამოაცხადა.

"ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კალენდრის მეორე ვარიანტი აქვთ, სადაც ოლიმპიური პაუზაა გათვალისწინებული. ასე რომ, შანსი არსებობს. სავარაუდოდ, ამ საკითხს კიდევ მიუბრუნდებიან. NHL-ის მოთამაშეები, შესაძლოა, მაინც ვიხილოთ ოლიმპიადაზე.

როგორც ლიგის ჰოკეისტები ამბობენ, ოლიმპიადაზე უარის თქმით ძალიან უკმაყოფილო დარჩა სიდნი კროსბი. მას კი
ლიგაში უდიდესი ავტორიტეტი აქვს და, შესაძლოა, თავისი გაიტანოს.

შესაძლოა, გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს მიიღონ და NHL-ის ჰოკეისტები ვიხილოთ ოლიმპიადაზე", - წერს ავტორიტეტული გამოცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული