NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯეფ სკინერის აღიარება

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა “კაროლინა ჰარიკეინზის” ფორვარდი ჯეფ სკინერი, რომელმაც ოთხ მოგებულ მატჩში 9 ქულა (6 გოლი+3 შედეგიანი პასი) დააგროვა. ამ სერიის წყალობით, “კაროლინამ” მეტროპოლიტენის დივიზიონში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. სკინერმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი “ვაშინგტონთან” (4:3) მატჩში, როცა კარიერაში მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

მეორე ვარსკვლავი გახდა “სენტ ლუისის” მეკარე ბრაიან ელიოტი. მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა, თავად კი საშუალოდ 1.0 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 96.2 პროცენტს იგერიებდა. ამ სამი მოგების შემდეგ “სენტ ლუისს” რეგულარული
ჩემპიონატის 41 მატჩში 63 ქულა აქვს მოპოვებული - ასეთი რამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. გასულ კვირას ელიოტმა კარიერაში 24-ე შათაუტი შეასრულა, როცა “მშრალად” შეინახა კარი “ლოს ანჯელესთან” მატჩში (30 სეივი ჰქონდა).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო “მინესოტა უაილდის” მცველ რაიან სუტერს. ის მცველებს შორის ლიდერი გახდა ოთხი გოლით, რასაც ორი საგოლე გადაცემა დაუმატა. “მინესოტამ” სამიდან ორი მატჩი მოიგო და ცენტრალურ დივიზიონში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. სატერმა საუკეთესო მატჩი “ვაშინგტონის” წინააღმდეგ ჩაატარა, როცა ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა.

აილენდერსი-დალასი 7:3
0:2, 4:1, 3:0
გოლები: 0:1 ჯეიმი ბენი-15, 0:2 ე. კოული-11 (ჩიასონი-14, პევერლი-15), 1:2 სტროუმი-1 (ვანეკი-20, ტავარესი-30), 2:2 ტავარესი-18 (ვანეკი-21), 3:2 რეგინი-2 (ბეილი-10, ჰიკი-9), 3:3 ნიჩუშკინი-9 (პევერლი-16, რეი უიტნი-12), 4:3 ნელსონი-4 (ჩიზიკასი-5, დე ჰაანი-1), 5:3 სტრეიტი-2 (ტავარესი-31, დე ჰაანი-2), 6:3 ტავარესი-19 (ნილსენი-18, ენდრიუ მაკდონალდი-18), 7:3 ტავარესი-20 (ენდრიუ მაკდონალდი-19, ჩიზიკასი-6).

რეინჯერსი-კოლამბუსი 3:4 (ბ)
1:1, 0:2, 2:0, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 დუბინსკი-8 (ჰორტონი-1, ვიშნიევსკი-20), 1:1 რიკ ნეში-8 (დელ ზოტო-7, კრაიდერი-13), 1:2 ატკინსონი-11, 1:3 ვიშნიევსკი-3 (დუბინსკი-20, ფოლინო-14), 2:3 ბ. ბოილი-3 (დ. მური-4, ჯ. მური-7), 3:3 რიკ ნეში-9 (ბ. რიჩარდსი-19, კელეჰანი-8).
ბულიტები გაიტანეს: ლეტესტუ (კოლამბუსი), იოჰანსენი (კოლამბუსი).

მონრეალი-ფლორიდა 2:1
1:1, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 დეშარნე-6 (პასიორეტი-7, გალაჰერი-10), 1:1 ბერგენჰაიმი-10 (ბარკოვი-15, ბოიესი-9), 2:1 ბ. ჯონტა-7 (პლეკანეცი-14).

კოლორადო-კალგარი 3:4
2:1, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 მონეჰანი-12 (სტემპნიაკი-8, ვიდემანი-11), 1:1 მაკინონი-13 (შჩასტნი-17, ბენუა-13), 2:1 მაკინონი-14 (შჩასტნი-18, ბერი-7), 2:2 კოლბორნი-4 (გალიარდი-6, ო'ბრაიენი-3), 3:3 ჰუდლერი-12 (ჯორდანო-13, ბეკლუნდი-11), 3:3 შჩასტნი-12 (ლანდესკოგი-19, ჰეიდა-8), 3:4 კამალერი-13 (ჰუდლერი-23, კოლბორნი-7).

აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ბოსტონი 42 28 12 2 58
2. მონრეალი 44 25 14 5 55
3. ტამპა ბეი 42 25 13 4 54
4. დეტროიტი 43 19 14 10 48
5. ტორონტო 43 21 17 5 47
6. ოტავა 44 19 18 7 45
7. ფლორიდა 43 16 21 6 38
8. ბაფალო 42 12 26 4 28

მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი 44 31 12 1 63
2. ფილადელფია 42 21 17 4 46
3. ვაშინგტონი 42 20 16 6 46
4. კაროლინა 43 18 16 9 45
5. რეინჯერსი 44 21 20 3 45
6. ნიუ ჯერსი 43 17 18 8 42
7. კოლამბუსი 43 19 20 4 42
8. აილენდერსი 44 15 22 7 37

დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო 45 29 7 9 67
2. სტ. ლუისი 41 29 7 5 63
3. კოლორადო 42 26 12 4 56
4. მინესოტა 44 22 17 5 49
5. დალასი 42 20 15 7 47
6. ვინიპეგი 45 19 21 5 43
7. ნეშვილი 43 18 19 6 42

პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ანაჰაიმი 44 31 8 5 67
2. სან ხოსე 43 27 10 6 60
3. ლოს ანჯელესი 43 26 13 4 56
4. ვანკუვერი 44 23 13 8 54
5. ფინიქსი 41 20 12 9 49
6. კალგარი 42 15 21 6 36
7. ედმონტონი 45 14 26 5 33

შენიშვნა:პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან "უაილდ-ქარდის" მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები
სიდნი კროსბი (პიტ) 63 (23+40)
პატრიკ კეინი (ჩიკ) 54 (23+31)
ჯონ ტავარესი (აილ) 51 (20+31)
რაიან გეტცლაფი (ანა) 48 (20+28)
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 48 (5+43)
კრის კუნიტცი (პიტ) 47 (23+24)
პატრიკ შარპი (ჩიკ) 46 (25+21)
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 46 (10+36)

გოლები
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 31
პატრიკ შარპი (ჩიკ) 25
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 24
სიდნი კროსბი (პიტ) 23
კორი პერი (ანა) 23
კრის კუნიტცი (პიტ) 23
პატრიკ კეინი (ჩიკ) 23
ტაილერ სეგუინი (დალ) 21

პასები
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 43
სიდნი კროსბი (პიტ) 40
დანკან კიტი (ჩიკ) 39
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 36
ევგენი მალკინი (პიტ) 33
პატრიკ კეინი (ჩიკ) 31
ჯონ ტავარესი (აილ) 31

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული