NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სტემკოსი თითქმის გამოირიცხა

AutoSharing Option
არცთუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს "ტამპა ბეისა" და მთლიანად კანადური ჰოკეის გულშემატკივრებმა.

მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი სტივენ სტემკოსი 6 თებერვალს აპირებს ყინულზე დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს, "ბოსტონთან" მატჩში სტემკოსმა ფეხი მოიტეხა მაშინ, როცა კარის ძელს შეეჯახა და პირველადი შეფასებით, უნდა გამოტოვოს სოჭის ოლიმპიადა.

იმის გათვალისწინებით, რომ კანადა ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირს 8 თებერვალს, შვეიცარიასთან მატჩით იწყებს, სტემკოსის მონაწილეობა 2014 წლის ზამთრის თამაშებში, პრაქტიკულად, გამორიცხულია. თუმცა კანადის ნაკრების თავკაცი მაიკ ბებკოკი ამბობს, რომ ნაკრები მზად არის სტემკოსის შემადგენლობაში შესაყვანად
და ელოდება ფორვარდის გამოჯანმრთელებას. ნაკრების ხელმძღვანელობა თანახმაა, "ტამპა ბეის" თავდამსხმელი ოლიმპიადის ტურნირის მეორე ეტაპზე შეუერთდეს გუნდს.

ტორონტო-სან ხოსე 2:4
0:2, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 მ. ბრაუნი-2 (დემერსი-11, დეჟარდენი-5), 0:2 ჯ. ტორნტონი-5 (პაველსკი-17, დ. ბოილი-6), 1:2 რეიმონდი-10 (რაილი-9, გუნარსონი-2), 2:2 კესელი-15 (ბოჟაკი-7, ვან რიმსდიკი-9), 2:3 ბ. სტიუარტი-3 (დ. ბოილი-7). 2:4 კუტური-10 (უინგელსი-10).

აილენდერსი-პიტსბურგი 2:3 (ო)
2:0, 0:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ოკსოპო-7 (ტავარესი-20, ვანეკი-10), 2:0 ოკსოპო-8 (ტავარესი-21, ენდრიუ მაკდონალდი-8), 2:1 ჯ. ნილი-9 (მალკინი-29, კუნიტცი-14), 2:2 კროსბი-14 (მალკინი-30), 2:3 კროსბი-15.

ვაშინგტონი-კაროლინა 1:4
0:1, 0:3, 1:0
გოლები: 0:1 სკინერი-5 (ე. სტაალი-14), 0:2 სკინერი-6 (ჰარისონი-3, პეტერსი-2), 0:3 სეკერა-6 (სკინერი-8, ე. სტაალი-15), 0:4 ტლუსტი-4 (დვორაკი-3, ჰარისონი-4), 1:4 მაიკ გრინი-1 (ოვეჩკინი-9, ჩიმერა-12).

კოლამბუსი-ტამპა ბეი 1:0
0:0, 1:0, 0:0
გოლი: 1:0 ნ. ფოლინო-7 (რ. იოჰანსონი-10).

ფლორიდა-ოტავა 2:4
2:2, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 იუბერდო-6 (ფლიშმანი-10, ბ. კემპბელი-11), 2:0 ბ. კემპბელი-4 (აპშოლი-9, გილბერტი-8), 2:1 კორვო-2 (მაკარტური-13, ფილიპსი-10), 2:2 კონდრა-2 (სპეცა-13, მაკარტური-14), 2:3 გრონინგი-2 (კორვო-6, ზ. სმიტი-4), 2:4 რაიანი-14 (კოუენი-2).

ჩიკაგო-დალასი 3:4
0:2, 3:1, 0:1
გოლები: 0:1 ნიჩუშკინი-3 (იკინი-9, ჯეიმი ბენი-18), 0:2 ჩიასონი-8 (გოლიგოსკი-5, რეი უიტნი-9), 0:3 ე. კოული-3 (ნიჩუშკინი-7, ჰორკოფი-5), 1:3 შარპი-11 (კიტი-24, შოუ-9), 2:3 ლედი-3 (ბრუკბანკი-2, პ. კეინი-15), 3:3 ოდუია-3 (პ. კეინი-16), 3:4 რუსელი-5 (ბულიტი).

ნეშვილი-ვანკუვერი 1:3
0:0, 1:1, 0:2
გოლები: 0:1 რიჩარდსონი-6 (ვაისი-6, ჰანსენი-4), 1:1 კ. უილსონი-5 (ჰორნკვისტი-9, იოსი-5), 1:2 კესლერი-13 (გარისონი-13, სანტორელი-12), 1:3 კესლერი-14 (გარისონი-14, დ. სედინი-16).

ედმონტონი-ფინიქსი 2:6
1:1, 1:2, 0:3
გოლები: 0:1 ბოდკერი-7 (ვრბატა-15, შლემკო-4), 1:1 პერონი-10 (არკობელო-11), 1:2 ვრბატა-9 (რიბეირო-12, მორისი-9), 1:3 დოუნი-12 (რიბეირო-13, ბოდკერი-10), 2:3 პერონი-11 (ჰემსკი-10, ტ. ჰოლი-13), 2:4 რიბეირო-8 (დოუნი-10, მოსი-8), 2:5 იენდლი-2 (ბოდკერი-11, ვერმეტი-8), 2:6 მოსი-2 (ეკმან-ლარსონი-15, ჰალპერნი-1).

ანაჰაიმი-ლოს ანჯელესი 2:3 (ბ)
0:0, 1:1, 1:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ჯ. კარტერი- 7, 1:1 გეტცლაფი-14 (ლინდჰოლმი-7, პერი-15), 2:1 პერი-16 (პენერი-13, ფაულერი-13), 2:2 დ. ბრაუნი-5 (სტოლი-4).
ბულიტები გაიტანეს: კინგი (ლოს ანჯელესი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: მალკინი გრეტცკის გაუტოლდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული