NHL. რეგულარული ჩემპიონატი: მალკინი გრეტცკის გაუტოლდა

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" ცენტრფორვარდმა ევგენი მალკინმა გაიმეორა ლეგენდარული უეინ გრეტცკის ერთ-ერთი რეკორდი. ლაპარაკია ერთი თვის განმავლობაში შედეგიანი გადაცემების რაოდენობაზე.

ნოემბერში მალკინმა რეგულარული ჩემპიონატის 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 25 ქულა დააგროვა. 27 წლის ფორვარდის ანგარიშზე ოთხი გატანილი შაიბა და 21 შედეგიანი პასია. ბოლოს ამდენი გადაცემა ერთი თვის განმავლობაში ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტს, უეინ გრეტცკის ჰქონდა - 1996 წლის იანვარში. მაშინ კანადელი "ლოს ანჯელეს კინგზში" ირიცხებოდა და ქულათა ანალოგიური რაოდენობა დააგროვა - 4 შაიბა+21 შედეგიანი პასი. თუმცა გრეტცკიმ ეს სტატისტიკა 13
მატჩში შეაგროვა.

რეგულარული ჩემპიონატის 28 მატჩის შემდეგ მალკინს 35 ქულა (7+28) აქვს და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ თანაგუნდელ სიდნი კროსბის (36 ქულა) ჩამორჩება. რუსი პირველია შედეგიანი გადაცემების რაოდენობით.

კაროლინა-ვანკუვერი 2:3
0:2, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 კესლერი-11 (გარისონი-11, ჰ. სედინი-21), 0:2 სესტიტო-2 (გარისონი-12, დელპი-1), 1:2 ჯ. სტაალი-5 (ჰეინსი-4, დუაიერი-3), 2:2 გერბე-6 (ე. სტაალი-13, ფოლკი-10), 2:3 კესლერი-12 (ჰანსენი-3, ჰიგინსი-7).

ოტავა-დეტროიტი 2:4
0:0, 1:2, 1:2
გოლები: 0:1 ფრანცენი-7 (კინდლი-9, ალფრედსონი-14), 0:2 დ. მილერი-3 (ტატარი-6, კრონვალი-17), 1:2 მაკარტური-8 (მ. მიხალეკი-10, ფილიპსი-9), 1:3 დ. მილერი-4 (ბ. სმიტი-4, ჰელმი-3), 2:3 ზიბანეჯადი-8 (ე. კარლსონი-20, ზ. სმიტი-3), 2:4 ალფრედსონი-7 (აბდელკადერი-8, კრონვალი-18).

დალასი-ედმონტონი 2:3 (ბ)
0:0, 1:1, 1:1, 0:0, 1:2
გოლები: 1:0 გარბუტი-4, 1:1 ჰემსკი-5 (რ. ჯონსი-2, სემ განიე-6), 2:1 გარბუტი-5 (რუსელი-5, ფიდლერი-6), 2:2 ფერენსი-2 (პერონი-11).
ბულიტები გაიტანეს: ებერლე (ედმონტონი), პევერლი (დალასი), პერონი (ედმონტონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: 700-იანი კროსბი და იაგრის ახალი რეკორდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული