ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გერმანიის ბუნდესლიგაში "აალენს" გააძლიერებს

AutoSharing Option
ევ­რო­პის, მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი (61), სა­ნაკ­რე­ბო მწვერ­ვა­ლე­ბის დაპყ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, საკ­ლუ­ბო ტი­ტუ­ლებ­საც ისე­თი­ვე დი­დი წარ­მა­ტე­ბით აგ­რო­ვებს - რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხარ­კოვ­ში მსოფ­ლი­ოს საკ­ლუ­ბო თა­სი მო­ი­გო.

სხვა­თა შო­რის, ეს შე­ჯიბ­რე­ბა წლე­ულს მე­სა­მედ გა­ი­მარ­თა, ჩვე­ნე­ბურ­მა კი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გა­ი­მარ­ჯ­ვა იქ. თა­ნაც, ეს ორ­ჯერ­ვე სხვა­დას­ხ­ვა კლ­უ­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ა­ხერ­ხა - შარ­შან ირა­ნუ­ლი "ბი­მექს რა­ზის" რი­გებ­ში ირიცხე­ბო­და და დი­დი წვლი­ლიც შე­ი­ტა­ნა მათ გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა­ში, წლე­ულს კი ამე­რი­კულ "ტი­ტა­ნი მერ­კურს" და­ეხ­მა­რა წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში.

"ტი­ტან­თან" ჩვე­ნე­ბუ­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ეტაპ­ზე ხარ­კოვ­ში ჭი­და­ო­ბით ამო­ი­წუ­რა - ის მხო­ლოდ ამ
შე­ჯიბ­რე­ბა­ზე დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ხო­ლო სა­მო­მავ­ლოდ რა იქ­ნე­ბა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ად­რეა. საკ­ლუ­ბო ტურ­ნი­რე­ბი ჯერ ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს და მათ დას­რუ­ლე­ბამ­დე, რო­გორც წე­სი, ახალ კონ­ტ­რაქ­ტებ­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. ამი­ტომ ვერ გეტყ­ვით, ხინ­ჩე­გაშ­ვილს გა­ი­სად სად ვი­ხი­ლავთ - ისევ ამე­რი­კულ კლუბ­ში, ირა­ნულ­ში თუ - ქარ­თულ­ში.

სა­მა­გი­ე­როდ, გარ­კ­ვე­უ­ლია, რომ იჭი­და­ვებს ბუნ­დეს­ლი­გა­ში, სად­აც "აალ­ე­ნის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მო­დის. ის დღეს გაფ­რინ­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც 66 კი­ლოგ­რამ­ში შე­ე­წე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვებს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­დო­ე­თის პრო­ფე­სი­ულ ლი­გა­შიც ვი­ხი­ლავთ, თუმ­ცა ჯერ ეს სა­კითხიც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია. მათ აუქ­ცი­ო­ნი უნ­და გა­მო­აცხა­დონ, სა­დაც კლუ­ბე­ბი იყი­დი­ან მო­ჭი­და­ვე­ებს, თუმ­ცა ჯერ მი­სი გა­მარ­თ­ვის თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

შარ­შან ინ­დურ­მა კლუ­ბებ­მა ოთხი ქარ­თ­ვე­ლი იყი­დეს, მაგ­რამ მძი­მე­წო­ნო­სან­მა გე­ნო პეტ­რი­აშ­ვილ­მა ოლიმ­პი­ა­დის­თ­ვის უკ­ეთ მო­სამ­ზა­დებ­ლად უარი თქვა საკ­მა­ოდ მსუ­ყე ჰო­ნო­რარ­ზე და არ წა­ვი­და, ხინ­ჩე­გაშ­ვილ­მა კი იჭი­და­ვა და დი­დი წარ­მა­ტე­ბი­თაც. დი­დი იმე­დია, მას წლე­ულ­საც მი­იწ­ვე­ვენ.

ჯერ­ჯე­ო­ბით გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლის სა­ნაკ­რე­ბო გეგ­მე­ბი - ვიდ­რე ფე­დე­რა­ცი­ა­ში პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა, მა­ნამ ვერც ნაკ­რე­ბის კა­ლენ­დარ­ზე ვი­სა­უბ­რებთ. ეგ კი არა, და­ზუს­ტე­ბით არც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­რი­ღია გარ­კ­ვე­უ­ლი - ნამ­დ­ვი­ლად იან­ვარ­ში რომ ჩა­ტარ­დე­ბა, ამა­ზე ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა, მაგ­რამ კონ­კ­რე­ტუ­ლი თა­რი­ღი და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია (თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დო რიცხ­ვებს კი ასა­ხე­ლე­ბენ).

ჯერ ვერც იმას გეტყ­ვით, ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი იჭი­და­ვებს თუ არა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლო­ბა­ზე - ესეც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კ­ვე­ვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული