საჭი­და­ო­ სამყარო უცნაური ცვლილებებით ისევ გვაკ­ვირ­ვებს

AutoSharing Option
სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენტ ლე­რი ხა­ბე­ლოვ­თან და ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ლუ­კა კურ­ტა­ნი­ძეს­თან ერ­თად, ბორ­ჯომს ეწ­ვია და სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ დას­კ­ვ­ნით შეკ­რე­ბა­ზე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბი: გი­ორ­გი ედი­შე­რაშ­ვი­ლი (55), ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი (60), ლე­ვან ქე­ლეხ­საშ­ვი­ლი (66), იაკობ მა­ქა­რაშ­ვი­ლი (74), და­ვით მარ­სა­გიშ­ვი­ლი (84), და­ვით ქე­რაშ­ვი­ლი (96), გე­ნო პეტ­რი­აშ­ვი­ლი (120).
მწვრთნე­ლი: რე­ვაზ მინ­დო­რაშ­ვი­ლი.

ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბი: ბა­ჩა­ნა ფუტ­კა­რა­ძე (55), რე­ვაზ ლაშ­ხი (60), სა­ჩი­ნო და­ვი­თაია (66), ილია გულ­ბა­თაშ­ვი­ლი (74), გი­ორ­გი
ცი­რე­კი­ძე (84), ვა­სილ იმერ­ლიშ­ვი­ლი (96), ლე­ვან არა­ბუ­ლი (120).
მწვრთნე­ლი: ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი.

* * *
16 სექტემბერს ბუდაპეშტში მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი დაიწყება ჭიდაობაში, თუმცა საერთაშორისო ფედერაცია ტურნირის მასპინძელ ქალაქში მუშაობას მანამდე შეუდგება - ამ უქმეებზე ფილა-ს კონგრესი გაიმართება.

რა­კი ოლიმ­პი­ა­და­ზე დარ­ჩ­ნენ, ანუ მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი მო­ი­ლი­ეს, მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ახ­ლა სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზეც იმ­ს­ჯე­ლე­ბენ და სა­მო­მავ­ლოდ ახალ რე­ფორ­მებ­საც შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ. მათ შო­რის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ახა­ლი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბია, რაც აგ­რე­რი­გად აღელ­ვებთ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ფა­ლავ­ნებს.

უკ­ვე გაც­ნო­ბეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ - მო­მა­ვალ ოლიმ­პი­ა­და­ზე ვა­ჟე­ბის ორი­ვე ნაკ­რებს თი­თო წო­ნი­თი კა­ტე­გო­რია მო­აკ­ლ­დეს და ამის ხარ­ჯ­ზე ქა­ლებს ორი და­ე­მა­ტოთ, რა­თა გენ­დე­რუ­ლი ბა­ლან­სი გა­თა­ნაბ­რ­დეს - თა­მა­შებ­ში ორი­ვე სქესს 6-6 წო­ნა გა­უხ­დე­ბა. ოღონდ სოკ­-მა იმ­თა­ვით­ვე გა­ნაცხა­და, რომ არ ჩა­ე­რე­ვა ფი­ლა-ს ში­და საქ­მე­ში და მთლი­ა­ნად მი­სი პრე­რო­გა­ტი­ვა იქ­ნე­ბა, წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებს რო­გორ და­ა­ლა­გებს და რო­მელს შე­ამ­ცი­რებს.

ვიდ­რე ფი­ლა-ს კონ­გ­რე­სი ჩა­ტარ­დე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკ­ვე გა­ჟო­ნა ცნო­ბამ წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბის ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტ­ზე.

წი­ნას­წარ გეტყ­ვით, რომ არ გა­მარ­თ­ლ­და ად­რე­ვე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი 55 კი­ლოგ­რა­მის ამოგ­დე­ბის შე­სა­ხებ, სა­ჭი­დაო სამ­ყა­რომ კი კი­დევ ერ­თხელ გაგ­ვა­ო­ცა არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ნა­ბი­ჯით - წარ­მოდ­გე­ნი­ლი გეგ­მა ვა­ჟებ­ში "თა­ვი­სუფ­ლებ­სა" და "ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­ში" სხვა­დას­ხ­ვა წო­ნით კა­ტე­გო­რიას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მაშ ასე, გან­ზ­რა­ხუ­ლია, რომ კონ­გ­რესს "თა­ვი­სუფ­ლებ­ში" და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად წა­რუდ­გი­ნონ 55, 65, 75, 85, 95 და 125 კი­ლოგ­რა­მი კა­ტე­გო­რი­ე­ბი, "ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­ში" - 57, 67, 77, 87, 97 და 130 კი­ლოგ­რა­მე­ბი, ქა­ლებ­ში - 48, 52, 56, 61, 66 და 72.

ქა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბია - იქ ერ­თი სტი­ლია და არც რა­მეა ვინ­მეს­თან შე­სა­და­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ვა­ჟებ­ში კი სხვაგ­ვა­რა­დაა საქ­მე. ამ პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა 60 კი­ლოგ­რა­მის შე­ვიწ­რო­ე­ბაა - ორი­ვე სტილ­ში შემ­ცი­რე­ბა მის ხარ­ჯ­ზე გა­ნუზ­რა­ხავთ, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტო­მაა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წო­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სტილ­ში? მა­გა­ლი­თად, "თა­ვი­სუფ­ლებ­ში" თუ 65-ია, "ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­ში" რა­ტო­მაა 67? 55-ის მე­რე მომ­დევ­ნო კა­ტე­გო­რი­ას­თან შე­და­რე­ბით 10-12-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი სხვა­ო­ბაც ფრი­ად უც­ნა­უ­რია.

ასე­ვე გა­საკ­ვი­რია, რომ მძი­მე წო­ნა ერ­თ­გან 125-ია, მე­ო­რე­გან - 130, თუმ­ცა 1-3-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი სხვა­ო­ბა ყვე­ლა წო­ნა­შია!

თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა ისიც, რომ "ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­ში" ყველ­გან გაზ­რ­დი­ლია წო­ნე­ბი, "თა­ვი­სუფ­ლებ­ში" კი ორ­გან შემ­ცი­რე­ბუ­ლია თი­თო კი­ლო­თი - 66 და 96. ვი­მე­ო­რებთ - ეს ჯერ მხო­ლოდ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი არაა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ღაც შე­იც­ვ­ლე­ბა მას­ში. თუმ­ცა, თუ გან­ვი­ხი­ლავთ იმ ვა­რი­ანტს, რომ მარ­თ­ლაც ასე და­ამ­ტ­კი­ცონ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად წა­ად­გე­ბათ ეს ჩვე­ნე­ბუ­რებს.

სა­დაც და­მა­ტე­ბუ­ლია ის 1-დან 3 კი­ლოგ­რა­მამ­დე, ჩვე­ნე­ბის­თ­ვის კარ­გიც უნ­და იყოს - თით­ქ­მის ყვე­ლა ჩვე­ნი ფა­ლა­ვა­ნი ხომ წო­ნას იკ­ლებს (ქარ­თ­ველ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი სე­ნი ათა­დან და ბა­ბა­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი - გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ქე­ი­ფი­სა და დროს­ტა­რე­ბი­სად­მი) და თუნ­დაც ეს ორი­ო­დე კი­ლო მათ უნ­და აწყობ­დეთ.

სა­მა­გი­ე­როდ, კი­დევ უფ­რო გა­უ­ჭირ­დე­ბათ წო­ნა­დაკ­ლე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბის ფა­ლავ­ნებს - მათ ახ­ლა და­მა­ტე­ბით 1 კი­ლოს დაგ­დე­ბაც მო­უ­წევთ. ჩვენ­თ­ვის კარ­გია, 55 კი­ლოგ­რა­მი თუ დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ, ალ­ბათ, აჯო­ბებ­და, ეს ამო­ე­ღოთ და ათ­ვ­ლა ძი­უ­დო­სა­ვით პირ­და­პირ 60-დან და­ეწყოთ.

55-ის და­ტო­ვე­ბა მო­ცე­მულ მო­მენ­ტ­ში იმი­თაა კარ­გი, რომ "თა­ვი­სუფ­ლებ­ში" არ იზღუ­დე­ბა ჩვე­ნი ერთ-ერ­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ფა­ლა­ვა­ნი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გი­ორ­გი ედი­შე­რაშ­ვი­ლი. ამ წო­ნის გა­უქ­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბო­და, 60-ში გა­და­სუ­ლი­ყო, სა­დაც ასე­ვე ძლი­ე­რი ფა­ლა­ვა­ნი გვყავს, ამ წო­ნის ლი­დე­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გის მე­ო­რე ნო­მე­რი, ევ­რო­პის მე­და­ლო­სა­ნი და ოლიმ­პი­ა­დის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი; ანუ უმ­თავ­რეს ტურ­ნი­რებ­ზე ერთ ძლი­ერ ფა­ლა­ვანს ვკარ­გავ­დით.

თუმ­ცა წარ­მოდ­გე­ნილ ვა­რი­ანტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ერ­თი მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი მხა­რეც აქვს - მცირ­დე­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც 60 კი­ლოგ­რა­მი, რო­მე­ლიც ორი­ვე ნაკ­რებ­ში სტრა­ტე­გი­უ­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერ­თ­გა­ნაც და მე­ო­რე­გა­ნაც ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხ­ლისმე­და­ლოს­ნე­ბი გვყავს - ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი და რე­ვაზ ლაშ­ხი, რომ­ლებ­საც ზე­და წო­ნა­ში გა­და­ნაც­ვ­ლე­ბის გარ­და, სხვა გზა არ რჩე­ბათ.

თა­ვის მხრივ, ეს იქ მყო­ფი ახალ­გაზ­რ­და ლი­დე­რე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც უფ­რო და­სა­ნა­ნი "ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­ში" იქ­ნე­ბა, სა­დაც ლაშხს შე­და­რე­ბით უფ­რო ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტი ხვდე­ბა, სა­ჩი­ნო და­ვი­თაია. თუმ­ცა ახალ წო­ნა­ში გა­დას­ვ­ლა თა­ვად ამ ლი­დე­რე­ბის­თ­ვი­საც ძნე­ლი იქ­ნე­ბა - ჯერ წო­ნის შეც­ვ­ლას თა­ვის­თა­ვად ახ­ლავს სიძ­ნე­ლე­ე­ბი და ადაპ­ტა­ცია სჭირ­დე­ბა, ამათ კი, შე­იძ­ლე­ბა... წო­ნის მო­მა­ტე­ბაც დას­ჭირ­დეთ.

რო­გორც წე­სი, ყვე­ლა წო­ნა­ში ფა­ლავ­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რამს იკ­ლე­ბენ, ანუ ისი­ნი მო­ცე­მუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ­ზე მძი­მე­ე­ბი არი­ან და მათ დო­ნე­ზე თუ არ ხარ, ფი­ზი­კუ­რად ყო­ველ­თ­ვის ექ­ნე­ბათ უპი­რა­ტე­სო­ბა.

არ გვგო­ნია, რომ ჩვე­ნი ლი­დე­რე­ბის­თ­ვის ადაპ­ტა­ცია სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყოს, მაგ­რამ მა­ინც აჯო­ბებ­და, ასე სა­და­ვი­და­რა­ბოდ არ გახ­დო­დათ საქ­მე. თუმ­ცა და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას და სა­კითხის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დაწყ­ვე­ტას.

იმე­დია, ფი­ლა-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ბევ­რად უფ­რო გო­ნივ­რუ­ლად მი­უდ­გე­ბი­ან ამ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული