გიორგი იანტბელიძე: ვი­მე­ო­რებ, გუნ­დ­ში გა­რან­ტია არა­ვის არა აქვს

AutoSharing Option
6-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გი­ვი კარ­ტო­ზი­ას მე­მო­რი­ა­ლი და ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი ისევ დაგ­ვიბ­რუნ­და. დაგ­ვიბ­რუნ­და გაზ­რ­დი­ლი სტა­ტუ­სით - "დი­დი პრი­ზი" ეწო­დე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მი­სი გა­ცოცხ­ლე­ბაა. ეს ტურ­ნი­რი ჩვე­ნი გუნ­დე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო ეტა­პი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ ციკ­ლ­ში.

- კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ძველი ტურნირის ახალი სიცოცხლე

რა მო­ე­წო­ნათ და რი­თი დარ­ჩ­ნენ უკ­მა­ყო­ფი­ლონი, ვის გა­მო­არ­ჩევ­დ­ნენ შე­გირ­დე­ბი­დან და რა გრა­ფი­კით მო­ემ­ზა­დე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის, ამა­ზე ტურ­ნი­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რე­ბი ვთხო­ვეთ ჩვე­ნი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლ გიორგი იანტბელიძეს.

- რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ეს ტურ­ნი­რი
ისევ ჩა­ტარ­და და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი შე­ჯიბ­რე­ბაც გა­მო­ვი­და. იმა­ზე მე­ტი, ვიდ­რე ვე­ლო­დით. ბევ­რ­მა ტი­ტუ­ლო­ვან­მა სპორ­ტ­ს­მენ­მა მო­სინ­ჯა თა­ვი­სი ძა­ლა, ბევ­რ­მა შეძ­ლო მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თე­ბა, ზოგ­მა კი - ვე­რა.

ჩვენს გუნდს რაც შე­ე­ხე­ბა, გვაქვს სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც მო­მა­ვალ­ში აუცი­ლებ­ლად და­მუ­შავ­დე­ბა, გა­და­ი­ხე­დე­ბა და ისევ და­ვაკ­ვირ­დე­ბით მათ. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ზო­გი­ერთ წო­ნა­ში ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლი ვი­ყა­ვით, სა­მო­მავ­ლოდ კი ამ შე­ჯიბ­რე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებთ.

ერთ კვი­რა­ში შეკ­რე­ბას და­ვიწყებთ ისევ სომ­ხურ წახ­კა­ძორ­ში, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­თა­ნა­დო ბა­ზა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა არ გვაქვს იმ დო­ნე­ზე მო­სამ­ზა­დებ­ლად, რაც ჩვენ დაგ­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებს. ამი­ტომ 18-ში და­ვიწყებთ შეკ­რე­ბას სომ­ხეთ­ში და 30-მდე იქ გავ­მარ­თავთ ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ შეკ­რე­ბას.

ამის შემ­დეგ ჩა­მო­ვალთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი თა­ვი­ანთ მწვრთნე­ლებ­თან გა­ივ­ლი­ან 5-დღი­ან ვარ­ჯი­შებს, შემ­დეგ კი გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბით პო­ლო­ნეთ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში. ისიც ერთ-ერ­თი შე­სარ­ჩე­ვი შე­ჯიბ­რე­ბა იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის და გა­ირ­კ­ვე­ვა, თუ ვინ მი­ი­ღებს იქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ცხა­დია, ვინც ახ­ლა, ბა­ლა­ვა­ძის ტურ­ნირ­ზე ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მას დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბაც აქვს, მაგ­რამ ეს გა­რან­ტია არაა, და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას.

მე ყო­ველ­თ­ვის ვი­მე­ო­რებ, რომ გუნ­დ­ში გა­რან­ტია არა­ვის არა აქვს, ვიდ­რე შე­მად­გენ­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­სა­ხელ­დე­ბა, მა­ნამ­დე კი ყვე­ლამ ბო­ლომ­დე უნ­და ივარ­ჯი­შოს, რა­თა მე­ო­რე-მე­სა­მე ნო­მერ­მა გა­და­ას­წ­როს პირ­ველ ნო­მერს, ლი­დერ­ი კი ეცა­დოს, არა­ვინ არ და­ე­წი­ოს.

ად­გი­ლი და­ბე­ვე­ბუ­ლი აქვს მხო­ლოდ ევ­რო­პის წლე­ვან­დე­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის იმ ოთხ მე­და­ლო­სანს - იქ კარ­გი ჭი­და­ო­ბით და მაქ­სი­მუ­მის გა­მოვ­ლე­ნით მათ და­ამ­ტ­კი­ცეს, რომ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც შე­უძ­ლი­ათ მედ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა და ამი­ტომ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ამ ტურ­ნი­რის­გან.

პო­ლო­ნე­თის ტურ­ნი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბა­ქო­ში "ოქ­როს დი­დი პრი­ზის" ფი­ნა­ლუ­რი ტურ­ნი­რი ტარ­დე­ბა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კვო­ტი­რე­ბუ­ლია - ევ­რო­პის მე­და­ლოს­ნებს იწ­ვე­ვენ, მაგ­რამ ჯერ არ გა­დაგ­ვიწყ­ვე­ტია, ვინ წა­ვა იქ, ამას მზა­დე­ბის ეტაპ­ზე გა­ვარ­კ­ვევთ, ვის დას­ჭირ­დე­ბა შე­ჯიბ­რე­ბა.

ბა­ლა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნირ­ზე ბევ­რ­მა იჭი­და­ვა კარ­გად. მა­გა­ლი­თად, ბე­ქა ლომ­თა­ძემ 57-ში იდე­ა­ლუ­რად ჩა­ა­ტა­რა თა­ვი­სი შეხ­ვედ­რე­ბი. ასე­ვე 74-ში ჯა­ბა ყვე­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და ჩი­ნე­ბუ­ლად - რაც მო­სა­გე­ბი იყო, ყვე­ლა მო­ი­გო.

გე­ნო პეტ­რი­აშ­ვი­ლი
ასა­კით მძი­მე წო­ნის­თ­ვის ჯერ კი­დევ პა­ტა­რაა. მას კი ვურ­ჩევ­დით დას­ვე­ნე­ბას, მაგ­რამ თვი­თონ მო­ი­წა­დი­ნა ჭი­და­ო­ბა. ის მონ­დო­მე­ბუ­ლი ბი­ჭია, დი­დი გეგ­მე­ბი აქვს და­სა­ხუ­ლი და შე­უძ­ლია დი­დი წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვა. არც თავს ზო­გავს სა­ა­მი­სოდ. ვინც ამ ტურ­ნირ­ზე მის ჭი­და­ო­ბას უყუ­რა, ნა­ხავ­და, რომ იდე­ა­ლუ­რად იას­პა­რე­ზა და ჩი­ნე­ბუ­ლად გა­მო­ვი­და. მო­სა­გე­ბად გა­დი­ო­და ლე­იბ­ზე, თვა­ლებ­ში სხვა­ნა­ი­რი ნა­პერ­წ­კა­ლი ჰქონ­და. ძა­ლი­ან კარ­გი გან­წყო­ბით გა­დი­ო­და სა­ჭი­და­ოდ - იყო აგ­რე­სი­აც, ჟი­ნიც, რაც სა­ჭი­როა ჭი­და­ო­ბა­ში. მან და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ყო­ველდღე იზ­რ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თ­ვის, რა­თა ჩვე­ნი ქო­მა­გი, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­ა­ხა­როს.

სხვებ­მაც იჭი­და­ვეს კარ­გად, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ახა­ლი და უცხო კად­რე­ბი არ ყო­ფი­ლა, ყვე­ლას კარ­გად ვიც­ნობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული