ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. I ლიგა: "საგარეჯოს" - ოქრო, "შევარდენს" - ბრინჯაო!

AutoSharing Option
19 დეკემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში წარმატებით იასპარეზეს ძიუდოს ქართულმა კლუბებმა, "საგარეჯომ" და "შევარდენმა".

"საგარეჯო" ტურნირის გამარჯვებული გახდა, "შევარდენმა" კი ბრინჯაო დაისაკუთრა. შედეგად, ორივე ქართულმა გუნდმა "ოქროს ლიგის" საგზური მოიპოვა.

ირაკლი ცირეკიძის კრებულმა ჩემპიონატზე რუსულ გუნდებს, "ედელვაისსა" და "რატიბორეცს" მოუგო, დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში კი კიდევ ერთი რუსული გუნდი - "კბრ ნალჩიკი" დაამარცხა (3:2).

სასტარტო შეხვედრაში ბექა შავდათუაშვილის მარცხის შემდეგ, გათანაბრება მისმა სახელოვანმა ძმამ, ლაშამ შეძლო. ამის შემდეგ კვლაც რუსებმა იყოჩაღეს - თამაზ კირაკოზაშვილი ბოლო
წამებზე დამარცხდა, წონასწორობა კი მეორედ ბექა ღვინიაშვილმა აღადგინა. გადამწყვეტი, მეხუთე შეხვედრა ლევან მატიაშვილმა თავის სასარგებლოდ იპონით გადაწყვიტა.

"საგარეჯომ" ჩემპიონატზე ამ შემადგენლობით იასპარეზა:
66 კგ. გიორგი კაციაშვილი, ბექა შავდათუაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი კაციაშვილი
81 კგ. უშანგი მარგიანი, კობა მჭედლიშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+90 კგ. ლევან მატიაშვილი.

"შევარდენმა" სასტარტო შეხვედრა ფრანგულ "სუცი ჯუდოს" კი მოუგო, თუმცა რუსულ "ნიუ სტრიმ ტიუმენთან" დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჰოლანდიურ "ნორდ-ოსტ ჰერენვენს" და ფრანგულ "სარტროვილის" აჯობა.

ბრინჯაოსთვის გადამწვეტ შეხვედრაში გურამ მოდებაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუსულ "რატიბორეცს" შანსი არ დაუტოვა - 4:1.

"შევარდენმა" ჩემპიონატზე ამ შემადგენლობით იასპარეზა:
66 კგ. გელა კელიხაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა, პაატა ბიბილაშვილი
90 კგ. ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი
+90 კგ. ონისე ბუღაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული