სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
კოლუმბიელი მოდელი, ვისთანაც რონალდომ გასული უქმეები გაატარა [PHOTO]
AutoSharing Option
14:57 01-03-2016
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გასული უქმეები კოლუმბიელ მოდელთან ერთად გაატარა.

კოლუმბიელმა მოდელმა ნატალი რინკონმა ერთ-ერთ კოლუმბიურ ტელეარხთან ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო თავის დროზე რონალდო.

რინკონის თქმით, მან პორტუგალიელი ფეხბურთელი მაიამიში, საშობაო დღესასწაულებზე გაიცნო.

"რონალდო მეზობელ მაგიდასთან იჯდა. თავიდან ერთმანეთს ვაკვირდებოდით, შემდეგ მითხრეს, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა. ცოტა ხანი ერთმანეთს ვეფლირტავებოდით.

რესტორანი ღამის 2:30 საათზე დავტოვეთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს გიჟური ღამე იყო! კრიშტიანომ მასთან ერთად ცეკვა მთხოვა, ის ძალიან კარგი მოცეკვავე აღმოჩნდა.

შემდეგ კი ერთმანეთს ნაზად ვაკოცეთ, მაგრამ დეტალებს აღარ მოგიყვებით. დანარჩენი თქვენს წარმოსახვაში დარჩეს", - უთხრა რინკონმა ტელეარხს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge