რონი ო'სალივანი შვილების განათლებისთვის თამაშობს

AutoSharing Option
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა რონი ო'სალივანმა ნათელი მოჰფინა სნუკერში დაბრუნების რეალურ მოტივებს და განაცხადა, რომ აღარ აპირებს დიდ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას.

37 წლის ო'სალივანმა, რომელმაც შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა, თებერვალში გამოაცხადა, რომ წელს ტიტულის დაცვას აპირებდა. მისმა გადაწყვეტილებამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია სნუკერის სამყაროში, რადგან რონი, შესაძლოა, ყველაზე პოპულარული სნუკერისტი გახლავთ ისტორიაში. ამჟამად, შეფილდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ო'სალივანი ნახევარფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე იქნება მსოფლიოს რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ჯად ტრამპი.

"ნახევარფინალში გასვლა შესანიშნავი შედეგია, მაგრამ სიმართლე
გითხრათ, ამ ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ მომნატრებია სნუკერი; უბრალოდ, ფული მჭირდებოდა და ამის გამო დავბრუნდი. თანხა უნდა გადამეხადა სკოლაში, სადაც ჩემი შვილები სწავლობენ - ორი თუ სამი სემესტრის საფასური ჯერაც გადაუხდელია.

ვხვდებოდი, რომ სნუკერი საერთოდ არ მიზიდავდა, მაგრამ ეკონომიურ მდგომარეობას ვერსად გავექეცი. არ ვიცოდი, რა მელოდა წლევანდელ ჩემპიონატზე, მაგრამ აქ უკვე თანხის გარკვეული რაოდენობა გამოვიმუშავე. ასე რომ, ჩემს შვილებს უახლოესი ორი წელი სწავლაში ხელი არ შეეშლებათ. მაგრამ არ მგონია, რომ სნუკერი და მე ერთმანეთს ვუგებდეთ.

შესაძლოა, ეს იყოს ჩემი ბოლო დიდი ტურნირი. სნუკერს მთელი გული და სული უნდა დაუთმო, მე კი დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთება მინდა. უბრალოდ, მომიწია აქ დაბრუნება და ვგრძნობ, რომ თამაშის დიდი სურვილი არ გამაჩნია. არ მინდა, სნუკერს მივცე ჩემი სხეული და სული, მაგრამ მე ხელი მოვაწერე სპონსორთან კონტრაქტს 10 ტურნირში მონაწილეობაზე, ასე რომ, მომიწევს თამაში"
, - ამბობს ო'სალივანი SportingLife-ისთვის მიცემულ კომენტარში.

ამასობაში შეფილდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი.

1/4-ფინალი
რონი ო'სალივანი-სტიარტ ბინემი 13:4
ჯად ტრამპი-შონ მერფი 13:12
რიკი უოლდენი-მაიკლ უაიტი 13:6
ბარი ჰოუკინსი-დინ ჯუნჰუ 13:7

1/2-ფინალი
რონი ო'სალივანი-ჯად ტრამპი
რიკი უოლდენი-ბარი ჰოუკინსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველას გილოცავთ სალივანის გულშემატკივრებს მე-5 ჩემპიონობას. პირადად მე ვერ წარმომიდგენია სნუკერი სალივანის უმსოდ!!!
merabi
11:19 08-05-2013
0
გავიდა ფინალში,ვერც ტრამპმა შეაჩერა რონი.გახდება რამოდენიმე საათში მეხუთედ მსოფლიოს ჩემპიონი რონი ო სალივანი
ronnie
13:15 05-05-2013
0

სიახლეები პოპულარული