სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
«« ნოემბერი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
AutoSharing Option
22:01 17-04-2013
20 აპრილს, შეფილდში სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ამიტომაც უპრიანი იქნება, თუ ამ პოპულარული ტურნირის წინ, თამაშის წესებს გავიხსენებთ (მომზადებულია www.gamezerpro.com-ისა და www.sok.ge-ის მასალების მიხედვით).

სნუკერი - ბილიარდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მას თამაშობს ორი ადამიანი ექვსლუზიან (ე.წ. ინგლისურ) მაგიდაზე, რომლის სიგრძეა 3569 მმ, სიგანე - 1778 მმ. ბურთულის დიამეტრია 52,5 მმ.

თამაშობენ 15 წითელი, 6 სხვადასხვა ფერის და ერთი “დამრტყმელი” თეთრი ბურთულით.
პირველი დარტყმა ხდება რკალიდან (D-ზონა) და მოთამაშემ უნდა სცადოს ლუზაში მოათავსოს წითელი ფერის ბურთულა. ამის შემდეგ შეუძლია ითამაშოს სხვა ფერის ბურთულაზე.

ბურთულების ღირებულება ფერების მიხედვით განსხვავებულია: წითელს მოაქვს 1 ქულა, ყვითელს - 2, მწვანეს - 3, ყავისფერს - 4, ლურჯს - 5, ვარდისფერს - 6, შავს - 7.

ზედიზედ ორი წითელი ბურთულის ჩაგდება აკრძალულია. მოთამაშე ვალდებულია კიით მორიგეობით ჩააგდოს ლუზაში ჯერ წითელი, შემდეგ კი ფერადი ბურთულები. ჩაგდებული ფერადი ბურთულები ისევ მაგიდაზე, თავის ადგილას ბრუნდება. ასე გრძელდება იქამდე, სანამ ყველა წითელი ბურთულა ლუზაში არ ჩავარდება. ახლა უკვე სამიზნე ხდება ყვითელი ფერის ბურთულა, შემდეგ მწვანე და ასე თანმიმდევრულად. სულ ბოლოს შავი ბურთულა უნდა ჩავარდეს (თუ პარტია მანამდე არ დამთავრდა).

მატჩში პარტიების რაოდენობა წინასწარ არის დადგენილი (მაგალითად, შეხვედრა გრძელდება ერთ-ერთი მეტოქის მიერ 18 პარტიის მოგებამდე). პარტიას იგებს ის, ვინც მეტ ქულას მოაგროვებს.

თუ პარტიის ბოლოს ქულების რაოდენობა არის თანაბარი, მაშინ შავი ფერის ბურთულა ბრუნდება მაგიდაზე საწყის მდგომარეობაში და მოთამაშემ, რომელმაც მოიგო "ბურთულის გაგორება", ასრულებს პირველ დარტყმას რკალიდან.

ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 147 (15 წითელი ბურთულის ჩაგდება შავთან მონაცვლეობით, მერე კი - ფერადების). მაგიდასთან ერთი მისვლით დაგროვილ ქულათა რაოდენობას სერია (break) ეწოდება, ერთი მისვლით 100 ან მეტი ქულის დაგროვებას - “ასიანი სერია” (Century break). 147-ქულიანი სერია (maximum break) იშვიათობაა და ნებისმიერი მოთამაშისთვის უდიდეს მიღწევად ითვლება.

ჯარიმები
მინიმალური ჯარიმა არის 4 ქულის დაკლება, როდესაც წითელი ფერის ბურთულა არის სამიზნე და "დამრტყმელი" არ შეეხება მას. ჯარიმა იზრდება შესაბამისად სხვა ბურთულის შემთხვევაში (მაგალითად, სამიზნე არის ლურჯი ფერის ბურთულა და "დამრტყმელი" არ შეეხება, მაშინ მოთამაშეს ჩამოაკლდება ლურჯი ფერის შესაბამისად 5 ქულა). ჯარიმა არის და შესაბამისი ქულა დააკლდება მოთამაშეს, როდესაც სამიზნე არის ერთი რომელიმე ბურთულა და ლუზაში მოთავსდება სხვა ფერის. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქულა არის უდიდესი ამ ბურთულებიდან (მაგალითად, თუ სამიზნე არის მწვანე ბურთულა და ლუზაში მოთავსდება ლურჯი ფერის, ჯარიმა იქნება 5 ქულა და პირიქით).

სნუკერი
სნუკერი ნიშნავს მაგიდაზე ბურთულების ისეთ განლაგებას, როდესაც არ ჩანს სამიზნე ბურთულა (ანუ სამიზნე ბურთულა ამოფარებულია სხვა ბურთულას უკან).

წილისყრა უკვე გაიმართა
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რონი ო’სალივანი თავისი ტიტულის დაცვას შოტლანდიელი მარკუს კემპბელის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს. 37 წლის ინგლისელისთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა შარშანდელი ფინალის შემდეგ.

წილისყრის შედეგების მიხედვით, გაირკვა პირველი რაუნდის დანარჩენი წყვილები. მეორე ნომრად განთესილი მარკ სელბი მეტიუ სელტს შეხვდება, იმ დროს, როცა ჯად ტრამპს მეტოქედ ერგო დომინიკ დეილი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ჯონ ჰიგინსი მეორე წრეში გასასვლელად მარკ დევისს დაუპირისპირდება, მეორე ექსჩემპიონი მარკ უილიამსი კი მაიკლ უაიტს.

ასევე გველოდება მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალის გამეორება - შეხვედრა გრემ დოტსა და პიტერ ებდონს შორის. შარშანდელი ფინალისტი ალი კარტერი ბრძოლას დაიწყებს რობერტ მილკინსთან მატჩით.

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16 ფინალის მატჩები 20-25 აპრილს გაიმართება. განრიგი ასე გამოიყურება:

1. რონი ო’სალივანი-მარკუს კემპბელი. 20.04 (13:00 და 22:00)
2. ალი კარტერი-ბენ უოლასტონი. 22.04 (22:00), 23.04 (22:00)
3. სტიუარტ ბინჰემი-სემ ბეირდი. 24.04 (22:00), 25.04 (22:00)
4. ჯონ ჰიგინსი-მარკ დეივისი. 21.04 (17:30), 22.04 (17:30)
5. შონ მერფი-მარტინ გულდი. 20.04 (17:30), 21.04 (22:00)
6. გრემ დოტი-პიტერ ებდონი. 21.04 (13:00), 22.04 (13:00)
7. მეტიუ სტივენსი-მარკო ფუ. 23.04 (13:00), 24.04 (17:30)
8. ჯად ტრამპი-დომინიკ დეილი. 23.04 (17:30), 24.04 (13:00)
9. ნილ რობერტსონი-რობ მილკინსი. 24.04 (17:30), 25.04 (17:30)
10. რიკი უოლდენი-მაიკლ უოლტი. 20.04 (13:00), 21.04 (13:00)
11. მარკ უილიამსი-მაიკლ უაიტი. 20.04 (22:00), 21.04 (17:30)
12. სტივენ მაგუაირი-დეჩავატ პუმჯაენგი. 22.04 (17:30), 23.04 (17:30)
13. მარკ ალენი-მარკ კინგი. 22.04 (13:00 და 22:00)
14. დინ ჯუნჰუ-ალან მაკმანუსი. 23.04 (13:00), 24.04 (13:00)
15. ბარი ჰოკინსი-ჯეკ ლისოვსკი. 20.04 (17:30), 21.04 (22:00)
16. მარკ სელბი-მეტ სელტი. 23.04 (22:00), 24.04 (22:00)
9-16 მატჩები მეორე მაგიდაზე გაიმართება. მითითებული დრო თბილისისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოთხგზის რონი
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
1-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. მე-2 სართ.,...
5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 6(6), 198...
"იყიდება სრულიად ახალი ეპილატორი"
"სასწრაფოდ!!! მცხეთის რაიონ სოფელ წილკანში,...