CNN : მან სამყარო შეცვალა

AutoSharing Option
ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი იმ შვიდი ქალბატონის სიაში შეიყვანა, რომლებმაც, ტელეკომპანიის აზრით, სამყარო შეცვალეს.

1987 წელს ბილი ჯინ კინგი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კარიერაში 695 მატჩი მოიგო და 155-ჯერ დამარცხდა. კორტზე წარმატებების გარდა, მან სახელი გაითქვა სპორტში ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობისთვის აქტიური ბრძოლით.

თავის დროზე, კინგი "სქესთა ბრძოლაში" მონაწილეობდა. 1973 წელს 55 წლის ბობი რიგსმა, რომელიც უმაღლეს დონეზე 30-40-იან წლებში გამოდიოდა, განაცხადა, რომ ქალთა ჩოგბურთი ახლოსაც ვერ მივა
მამაკაცების თამაშთან და საუკეთესო ქალი ჩოგბურთელები ვერ შეძლებენ მის დამარცხებას.

მოხერხდა რიგსსა და კინგს შორის შეხვედრის ორგანიზება. ჩოგბურთელებმა 50-50 ათასი დოლარი მიიღეს, ხოლო საჩვენებელი მატჩი ბილი ჯინმა მოიგო - 6:4, 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული