ივანიშევიჩი: კალენდარული "სლემის" მოგება მხოლოდ რაფა ნადალს შეუძლია

AutoSharing Option
უიმბლდონის 2001 წლის ჩემპიონ გორან ივანიშევიჩს მიაჩნია, რომ მხოლოდ რაფაელ ნადალს შეუძლია, ერთი სეზონის განმავლობაში იბრძოლოს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგებისთვის.

"ნადალი ერთადერთი მოთამაშეა, ვინც შეძლებს ერთი წლის განმავლობაში "დიდი სლემის" ყველა ჩემპიონატზე გამარჯვებას.

მას ადრე ოთხივე ტურნირი აქვს მოგებული და მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობს – ასეთი მიღწევა შეუძლებელიაო
- ესპანელს ძალუძს კალენდარული "სლემის" მოგება.

თუ ის ჯანმრთელი იქნება, ვინ იცის, ასეთი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს... მას შეუძლია კარიერაში "დიდი სლემის" 20 ტურნირის მოგება",
- ამბობს ივანიშევიჩი.

გორანს ეჭვი
არ ეპარება იმაში, რომ რაფაელი კარიერას უფრო მეტი "დიდი სლემის" ტიტულით დაასრულებს, ვიდრე როჯერ ფედერერი.

"ამ მომენტისთვის ნადალს 13 ტიტული აქვს, ფედერერს - 17. როცა როჯერმა დაამხო სამპრასის რეკორდი (14), ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ მიღწევას ვერავინ გააუმჯობესებდა, მაგრამ ახლა ასე არ მიმაჩნია.

ვფიქრობ, რომ ნადალი კარიერაში უფრო მეტ მეიჯორს მოიგებს, ვიდრე ფედერერი. კიდევ სამი გამარჯვება როლან გაროსზე და მას იქ 11 ტიტული დაუგროვდება.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ის ძალიან ძლიერია"
, - აღნიშნა ხორვატმა.

ივანიშევიჩის აზრით, ერთადერთი მეტოქე, ვისაც შეუძლია რაფას გრუნტზე ებრძოლოს, ნოვაკ ჯოკოვიჩია, მაგრამ გორანს ეჭვი ეპარება - შეძლებს კი ნოვაკი ისევე ეთამაშოს რაფას ამ საფარზე, როგორც ეს 2013 წლის როლან გაროსის ნახევარფინალში გააკეთა.

"მხოლოდ ჯოკოვიჩს შეუძლია მისი დამარცხება გრუნტზე და ის ამასთან ძალიან ახლოს იყო წლევანდელ როლან გაროსზე, მაგრამ ამ გამოცდილებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ამოცანა მომავალში.

თქვენმა სხეულმა და გონებამ ბევრ რამეს უნდა გაუძლოს რაფასთან გრუნტზე მატჩში. დარწმუნებული არ ვარ, ისევ შეძლებს თუ არა ნოვაკი რაღაც მსგავსის გაკეთებას"
, - ამბობს ივანიშევიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნადალმა, ჯოკოვიჩმა და ფედერერმა ორ სეტში მოიგეს შანხაის მასტერსის სტარტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული