ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩოგბურთისა და მსოფლიო სპორტის ლეგენდა რაფაელ ნადალი კვიპროსში ისვენებს. მოგეხსენებათ, ის "რეალის" დიდი გულშემატკივარია, მაგრამ მისმა კომენტარმა ბევრის გაკვირვება გამოიწვია.

მან ფანებთან ფოტო გადაიღო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ადამიანმა კითხვა დაუსვა, რომელია უკეთესი - რონალდო თუ მესი, რაზეც "მატადორმა" მიუგო, რომ მესი უკეთესია, მაგრამ ის "რეალის" გულშემატკივარია.

შეგახსენებთ, რომ ნადალს ამჟამად ტრავმა აქვს, რის გამოც მიმდინარე სეზონი, პრაქტიკულად, მთლიანად გამოტოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული