ნადალის უარი უაილდ-ქარდს, 500 ათასსა და პირველ ნომრობას

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი მონაწილეობას არ მიიღებს ჰამბურგის ტურნირში, რომელიც 24-30 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ Tennis World-ს ტურნირის დირექტორმა, ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა, მიხაელ შტიხმა განუცხადა.

ესპანელმა უარი თქვა უაილდ-ქარდზე, რომელსაც ორგანიზატორები სთავაზობდნენ. როგორც შტიხმა განაცხადა, ნადალმა დამატებითი დასვენების აღება გადაწყვიტა. არადა, რაფა გერმანული მხარისგან მონაწილეობისთვის 500 ათას ევროს მიიღებდა და რაც მთავარია, ფინალში გასვლის შემთხვევაში, მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გახდებოდა.

ნადალის ნაცვლად, ძირითად ბადეში გერმანელი მაქსიმილიან მარტერერი ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული