ავტო-მოტოსპორტი: უქმეების ანონსი

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე ყველაზე საინტერესო მოვლენა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპია. იმის ფონზე, რომ ფორმულა 1-სა და კლასიკურ რალიში ყველაფერი თითქმის გარკვეულია, ეს სერია ყველაზე საინტერესოა, რადგან, სავარაუდოდ, ბოლო ეტაპამდე აქ უცნობი იქნება ტიტულის ბედი.

სეზონის ფინიშამდე ხუთი ეტაპია დარჩენილი და გენერალურ კლასიფიკაციაში ასეთ მდგომარეობას ვხედავთ: დებიუტანტი მარკ მარკესი 34 ქულით უსწრებს თავის გამოცდილ თანამემამულეებს - ხორხე ლორენსოსა და დანი პედროსას.

არაგონის გრანპრის წინ მარკესი აცხადებს, რომ "ჰონდაში" პირველი ნომერი დანი პედროსაა და სწორედ ის უნდა გახდეს ჩემპიონი, მაგრამ არ გვგონია,
რომ დებიუტანტმა ასე იოლად დათმოს უპირატესობა და უბრალოდ გადაულოცოს ტიტული თანაგუნდელს.

არაგონის გრანპრი
ჩატარების ადგილი: მოტორლენდ-არაგონი (ესპანეთი)
წრის სიგრძე: 5 078 მ
წრის რეკორდი: 1:49,046 (კეისი სტოუნერი, 2011)

საერთო ჩათვლა
1. მარკესი (Honda) - 253 ქულა
2. პედროსა (Honda) - 219
3. ლორენსო (Yamaha) - 219
4. როსი (Yamaha) - 169
5. კრატჩლოუ (Yamaha) - 146
6. ბრადლი (Honda) - 124
7. ბაუტისტა (Honda) - 112
8. დოვიციოზო (Ducati) - 104

უქმეების განრიგი
27 სექტემბერი, 11:55 - I პრაქტიკა
27 სექტემბერი, 16:05 - II პრაქტიკა
28 სექტემბერი, 11:55 - III პრაქტიკა
28 სექტემბერი, 16:10 - კვალიფიკაცია
29 სექტემბერი, 16:00 - რბოლა

რალი: საბერძნეთს პოლონეთი შეცვლის
კლასიკურ რალიში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კალენდარში ერთი ცვლილება მოხდება, კერძოდ, საბერძნეთის ეტაპს პოლონეთის რალი შეცვლის. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია ამ კვირას გამოაცხადებს.

საერთო ჯამში, 2014 წლის ჩემპიონატზე 13 ეტაპის ჩატარებაა დაგეგმილი.

"სიტროენი" კუბიცას დატვირთავს
"სიტროენის" ხელმძღვანელმა ივ მატონმა განაცხადა, რომ თუ რობერტ კუბიცა მომავალ სეზონში გააგრძელებს ურთიერთობას ფრანგულ მწარმოებელთან, ეს უკანასკნელი სთხოვს პოლონელს, "სიტროენის" მანქანით არა მხოლოდ კლასიკურ რალიში, არამედ WTCC-ის ჩემპიონატშიც იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს "სიტროენს" დებიუტი ექნება WTCC-ის სერიაში, ამ გუნდს კი წარმოადგენენ სებასტიან ლოები და ივან მიულერი. ადრე მატონი აცხადებდა, რომ არ იჩქარებს საჯინიბოს მესამე პილოტის დასახელებას, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მან შესაფერისი კანდიდატურა იპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რალი: ერთი სებასტიანი მეორეს შეუტევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული