რობერ კუბიცა "დიდ ცირკს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა რობერტ კუბიცამ მონაწილეობა მიიღო "რენოს" ტესტებში, რომელიც ვალენსიას ტრასაზე გაიმართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, როცა კუბიცა ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭეს მიუჯდა. მის განკარგულებაში იყო "ლოტუსის" 2012 წლის ბოლიდი.

შეგახსენებთ, რომ კუბიცას ხუთი სეზონი აქვს გატარებული "სამეფო" სარბოლო სერიაში. 2006-10 წლების პერიოდში, პოლონელი "BMW-ზაუბერისა" და "რენოს" ღირსებას იცავდა.

2011 წლის თებერვალში, პოლონელი სერიოზულ ავარიაში მოხვდა რალი რონდი დი ანდორაზე, რის შედეგადაც, მარჯვენა ხელისა და ფეხის მრავალრიცხოვანი მოტეხილობა მიიღო. ამის შემდეგ, ექიმებმა აუკრძალეს ფორმულა
1-ში მონაწილეობა. არადა, თავად 32 წლის პილოტს არა ერთხელ განუცხადებია, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია "სამეფო რბოლებში" დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული