რალი: ერთი სებასტიანი მეორეს შეუტევს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რომ კლასიკურ რალიში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული თითქმის გარკვეულია - მხოლოდ სასწაული თუ შეუშლის ხელს გაჩემპიონებაში "ფოლკსვაგენის" ფრანგ პილოტს სებასტიან ოჟიეს.

მიუხედავად ამისა, ყველა მოუთმენლად ელოდება მორიგ ეტაპს - საფრანგეთის რალის. საქმე ისაა, რომ ამ რბოლაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ფრანგი სებასტიან ლოები. სწორედ მისი და ოჟიეს მოსალოდნელი დუელია ამ ეტაპის მთავარი ინტრიგა.

ამასთან დაკავშირებით, "ფოლკსვაგენის" ხელმძღვანელმა იოსტ კაპიტომ განაცხადა, რომ გუნდი არ შეზღუდავს სებასტიან ოჟიეს სებასტიან ლოების წინააღმდეგ ბრძოლაში. კაპიტოს სიტყვებით, გუნდს მოუწევდა ოჟიეს ბრძოლის ჟინის
მოთოკვა იმ შემთხვევაში, პილოტისა და გუნდის უპირატესობა კონკურენტებზე ასეთი დიდი რომ არ ყოფილიყო.

"ჩვენი ლიდერობა მცირე რომ ყოფილიყო, მოგვიწევდა ოჟიესთან მკაცრი ლაპარაკი. ჩვენ სეზონის სტარტზე მოვილაპარაკეთ, რომ ჩემპიონობაზე გვექნებოდა გადატანილი აქცენტი და არა ცალკეულ ეტაპებზე ლოების დამარცხებაზე, მაგრამ ახლა კომფორტულ სიტუაციაში ვართ. მართალია, სებასტიანს ჯერ ჩემპიონობა არ აქვს განაღდებული, მაგრამ შეგვიძლია ოჟიეს რისკზე წასვლის საშუალება მივცეთ", - ამბობს კაპიტო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ოჟიეს მოგება ტიტულის გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული