ფორმულა 1. ევროპის გრანპრი: ბაქო როსბერგმა დაიპყრო

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველი აზერბაიჯანული რბოლა ნიკო როსბერგმა მოიგო. გერმანელმა შაბათს პოული მოიპოვა, კვირას კი სტარტი მოიგო და ფინიშამდე არავის დაუთმო პირველობა.

პირველ მეტრებზე ისე ჩანდა, რომ მეორე სასტარტო პოზიციის მფლობელი დანიელ რიკარდო შეძლებოდა ჩემპიონატის ლიდერის გასწრებას, მაგრამ გერმანელმა კარგად დაიცვა თავი. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ნიკო სიტუაციას აკონტროლებდა, ხოლო "მერსედესის" ძრავების უპირატესობა ბაქოს ტრასაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბევრი ელოდა გარღვევას ლუის ჰემილტონისგან, რომელმაც მეათე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ მეხუთე ადგილზე გადასვლის შემდეგ, ბრიტანელს ERS-თან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

ლუისმა ვერ გაიგო,
რა ემართებოდა მის მანქანას და რამდენიმე წრის განმავლობაში ცდილობდა პასუხის მიღებას საკუთარი ინჟინრებისგან, მაგრამ ახალი წესების თანახმად, ამაზე ლაპარაკი აკრძალულია. მხოლოდ რამდენიმე წრის შემდეგ, ლუისი მიხვდა პრობლემის მიზეზს და საკუთარ ავტომობილში რეჟიმები გადართო. ბრიტანელის ტემპი გაიზარდა, მაგრამ მეხუთე ადგილს ვეღარ გასცდა.

წარუმატებელი აღმოჩნდა რბოლა "რედ ბულისთვის". მართალია, ავსტრიული საჯინიბოს წევრები ქულათა ზონაში შევიდნენ, მაგრამ მხოლოდ მეშვიდე ლა მერვე ადგილები დაიკავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ რბოლის დასაწყისში სტიუარდებმა დასაჯეს კიმი რაიკონენი - პიტ-ლეინზე შესვლისას თეთრი ხაზის გადაკვეთის გამო. ფინელმა ვერ შეძლო საჭირო ჰანდიკაპის შექმნა მეოთხე ადგილზე მყოფ სერხიო პერესთან, რომელმაც ბოლო წრეზე კიმის გასწრებაც კი შეძლო.

ევროპის გრანპრი (51 წრე, 306.049 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:32.52,336 25
2(3). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +16,696 18
3(7). სერხიო პერესი (მექ) Force India +25,241 15
4(4). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +33,102 12
5(10). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +56,335 10
6(8). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +1.00,886 8
7(2). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +1.09,229 6
8(9). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +1.10,696 4
9(12). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +1.17,708 2
10(5). ფელიპე მასა (ბრა) Williams +1.25,375 1

11(19). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren +1.44,817
12(15). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
13(11). რომენ გროსჟანი (საფ) Haas 1 წრე
14(22). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე
15(21). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
16(14). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
17(20). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
18(16). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 2 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ
19(13). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 42 წრე
20(17). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 39 წრე
21(18). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 31 წრე
22(6). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 6 წრე

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 141 (5)
2. ლუის ჰემილტონი 117 (2)
3. სებასტიან ფეტელი 96
4. კიმი რაიკონენი 81
4. დანიელ რიკარდო 78
6. მაქს ფერსტაპენი 54 (1)
7. ვალტერი ბოტასი 52
8. სერხიო პერესი 39
9. ფელიპე მასა 38

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 258
2. ფერარი 177
3. რედ ბული 140
4. უილიამსი 90
5. ფორს ინდია 59
6. ტორო როსო 32
7. მაკლარენი 24
8. ჰაასი 22
9. რენო 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული