ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პილოტებს შორის, 2016 წელს ყველაზე დიდი თანხა ლუის ჰემილტონმა გამოიმუშავა.

კონტრაქტის მიხედვით, "მერსედესის" პილოტის შემოსავალმა 32 მილიონი ევრო შეადგინა.

მეორე ადგილი გაიყვეს "ფერარისა" და "მაკლარენის" პილოტებმა სებასტიან ფეტელმა და ფერნანდო ალონსომ, ხოლო გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პილოტის მაქს ფერსტაპენის ხელფასი მხოლოდ 500 ათასი ევრო იყო.

ფორმულა 1-ის პილოტების ხელფასები 2016 წელს:
1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 32 მლნ
2. სებასტიან ფეტელი (ფერარი) - 30 მლნ
2. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი) - 30 მლნ
4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) -
17 მლნ
5. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - 16 მლნ
6. კიმი რაიკონენი (ფერარი) - 8 მლნ
7. დანიელ რიკარდო (რედ ბული) - 5.5 მლნ
8. ფელიპე მასა (უილიამსი) - 4 მლნ
8. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - 4 მლნ
8. სერხიო პერესი (ფორს ინდია) - 4 მლნ

11. რომენ გროსჟანი (ჰაასი) - 3 მლნ
11. ვალტერი ბოტასი (უილიამსი) - 3 მლნ
13. ესტებან გუტიერესი ("ჰაასი") - 750 000
13. კევინ მაგნუსენი ("რენო") - 750 000
13. დანიილ კვიატი (ტორო როსო) - 750 000
16. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 500 000
16. პასკალ ვერლაინი (მანორი) - 500 000
18. კარლოს საინსი (ტორო როსო) - 350 000
19. ჯოლიონ პალმერი (რენო) - 250 000
20. ფელიპე ნასრი (ზაუბერი) - 200 000
20. მარკუს ერიქსონი (ზაუბერი) - 200 000
22. რიო ჰარიანტო (მანორი) - 150 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული