ფორმულა 1: ფანხიოს მიწაში არ ასვენებენ

AutoSharing Option
არგენტინის სასამართლომ გასცა სანქცია ფორმულა 1-ში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ხუან-მანუელ ფანხიოს სხეულის ექსგუმაციაზე, რათა ჩატარდეს მამობის დასადგენი ტესტი. სასამართლო ინიცირებულია მამაკაცის მიერ, რომელიც თავს ასაღებს ლეგენდარული პილოტის შვილად.

ფანხიო 1995 წლის ივლისში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და არასოდეს უღიარებია მამობა. არგენტინელს ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ანდრეა ბერესთან ჰქონდა. სწორედ ის არის იმ მამაკაცის (ოსკარ სესარ ესპინოსა) დედა, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ეს მოხდა 2013 წელს. ესპინოსამ სასამართლოს ძალით მოითხოვა ის გამოეცხადებინათ ფანხიოს კანონიერ მემკვიდრედ. საბოლოოდ, მოსამართლემ გასცა
ეკსგუმაციის ბრძანება დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად. ეს 7 აგვისტოს მოხდება.

ფანხიო ფორმულა 1-ის რბოლებში გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოდიოდა. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პილოტია ისტორიაში. შვიდი სრულფასოვანი სეზონის განმავლობაში, მან "მერსედესის", "მაზერატის", "ალფა რომეოსა" და "ფერარის" გუნდებში ხუთჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. კიდევ ორჯერ მეორე ადგილზე გავიდა ჩემპიონატში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული