ფორმულა 1. ყველა დროის პირველი - ფანხიო

AutoSharing Option
შეფილდის უნივერსიტეტმა საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მეშვეობითაც მეცნიერებმა ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო პილოტი გამოავლინეს. მკვლევარებმა შეიმუშავეს სტატისტიკური მოდელი, რომელიც უშუალოდ მრბოლელების გამოსვლის შეფასების საშუალებას იძლეოდა და ამასთან, მინიმუმამდე იყო დაყვანილი შედეგებზე გუნდების ძალის გავლენა.

კვლევის შედეგად, პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, არგენტინელმა ხუან მანულ ფანხიომ. მეორეზეა - ფრანგი ალენ პროსტი, მესამეზე - ჯიმ კლარკი. მოქმედ პილოტებს შორის, საუკეთესო აღმოჩნდა ესპანელი ფერნანდო ალონსო - მეხუთე.

ბრაზილიელმა აირტონ სენამ კი, რომელიც ხშირად უდგას სათავეში ასეთ რეიტინგებს, მეოთხე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს, ის მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გაიყვანეს. გერმანელს ხელი შეუშალა 2010-12 წლების სეზონში ნაჩვენებმა სუსტმა შედეგებმა. ეს სამი წელი რომ არა, შუმი მესამე ადგილზე აღმოჩნდებოდა.

საინტერესოა, რომ 100 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა, სამაგიეროდ, კრისტიან ფიტიპალდი, რომელსაც ფორმულა 1-ში მხოლოდ 12 ქულა მოუპოვებია, მე-11 ადგილზე გავიდა.

"ეს პილოტები სხვა გუნდებში რომ ყოფილიყვნენ, მათი მაჩვენებლები სხვანაირი იქნებოდა", - აღნიშნა უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ენდრიუ ბელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული