"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა ფელიპე მასამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწილს, სადაც ბრაზილიელი მრბოლელი ლუის ჰამილტონსა და მიხაელ შუმახერზე ლაპარაკობს.

"მიხაელზე ყოველდღიურად ვფიქრობ, "ფერარის" შემადგენლობაში ერთად დიდებული დრო გვაქვს გატარებული, ის კარგი პარტნიორი იყო. ვამაყობ, რომ მქონდა შესაძლებობა მასთან ერთად მემუშავა, ნამდვილი ლეგენდა...

რაც შეეხება მის რეკორდს, არ ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ვინმე მოახერხებს ამის გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, ლუის ჰამილტონსაც, გერმანელის მსგავსად, 7 მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აქვს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მანქანით მოახერხოს და მსოფლიოს უმაღლესი კვარცხლბეკიდან კიდევ
ერთხელ, მერვედ გადმოხედოს. "მერსედესის" W14 არ ჰგავს იმ ბოლიდს, რომელიც ჩემპიონობის მაძიებელ კონკურენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თვითონ ლუისს შეუძლია ისე ირბოლოს, როგორც სურს, თუმცა მანქანა ნელია და ხელს ვერ შეუწყობს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ფორმილა რედბულის დავარჯიძო ტრეკად გადაიქცა. გაიცევა ვერსტაპენი და მერე ფერარიც ვერ ეწევა. სანამ აუდია არ მოვა მანდ რედბული იგულავებს
იმერელი
16:24 24-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული