დავით სერგეენკო სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიმე კანდიდატის ლობირებას უარყოფს

AutoSharing Option
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიმე კანდიდატის ლობირებას უარყოფს.

დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ერევა.

"ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, თუკი ვინმე საუბრობს, რომ მე ვლობირებ რომელიმე კანდიდატს, ეს არის სიცრუე და არანაირი რეალური საფუძველი ამისი არ არის. ძალიან ცუდია, თუ ჩემს სახელს იყენებენ იმისთვის, რომ რომელიმე კანდადიტს მისცენ უპირატესობა. ვარწმუნებ ყველას, როგორც რაგბის დიდ თემს, ისევე გულშემატკივრებს და მთლიანად მოსახლეობას, რომ მე პირადად
არ ვერევი არანაირი სახით ამ არჩევნებში რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად, ისევე, როგორც არ არის რაიმე სახის სამთავრობო ჩარევა. თუკი ვინმე ასეთ ხმებს ავრცელებს, ეს ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. არჩევნებში ორი კანდიდატი - გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე მონაწილეობენ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგ სიმართლით იარეთ ბატონო დავით
Davit
17:20 28-01-2016
0
მაგ სიმართლით იარეთ ბატონო დავით
davits
17:16 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული