ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ

AutoSharing Option
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და სრკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ირაკლი აბუსერიძეს ვესაუბრეთ.

"ის, რაც მოხდა, არის სიბინძურე და ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ ამ ყველაფრის გამკეთებელი.

აუდიტი ჯანსაღი სამუშაო პროცესია - მმართველობა რომ იცვლება, წინა წლებში გაწეული საქმიანობის შემოწმება უნდა განხორციელდეს. ის ყველგან ხდება და
ამაში გასაკვირი არაფერია.

ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, ეს გიორგი ნიჟარაძეს ჰკითხეთ.

მან ტელეეთერში განაცხადა, "ყოჩაღ ბიჭებსო"... ჰოდა, მოვუწოდებ, გამოვიდეს და დაასახელოს იმ "ბიჭების" სახელები და გვარები, ვინც იგულისხმა. ძალიან მაინტერესებს...

ჩვენ რომ რაიმე მასალა გვქონოდა, მას წინასაარჩევნოდ გამოვიყენებდით. ეს ყველაფერი აბსურდია და ასეთ ბინძურ თამაშს ყოველთვის ვემიჯნებოდი და დღესაც ვემიჯნები", - გვითხრა აბუსერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც ჩანაწერი გააკეთა, ისიც ხომ ყოფილი რაგბისტია, არა? ე.ი. მთლად კარგად იქაც არაა საქმე
0
რატომ ჰქონდა აბუს ამბიციები ვერ გავიგე, დახარბდი ბიჭო? ისე დიდი ვერაფერი 9 ნომერი იყავი, ერთ ერთი სუსტი წერტილი ჩვენი ნაკრებისა შენ იყავი, ეს ისე, ინფორმაციისთვის. ლობჟანიძე უკვე ათი თავით უკეთესია, და ბოლოს კაი კაციც არ ყოფილხარ ძმაო.
ბბ
10:28 27-01-2016
0

სიახლეები პოპულარული