გიორგი ნიჟარაძე: არასდროს ვიმუშავებ არცერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა, რომელსაც წინ საკმაოდ დაძაბული პროცესები უძღვოდა, 24 იანვარს ექსცესების გარეშე, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს, რომელმაც მეორე კანდიდატ ილია ზედგინიძეს აჯობა.

რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ სვანიძეს გამარჯვება მიულოცა და არჩევნები შეაფასა:

"არჩევნები დაძაბულად ჩატარდა, როგორც ნებისმიერი სხვა ყრილობა. ვულოცავ გოჩას გამარჯვებას და ვულოცავ ილიას, რომელიც ნამდვილად არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის. მათი საქციელი იყო სამაგალითო, რისთვისაც ორივეს
მადლობას ვუხდი.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თითოეული დღისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ.

რაგბი საქართველოში ჩემით არ დაწყებულა და ჩემით არ მთავრდება, არც ილოთი და გოჩათი დაიწყება და დამთავრდება. რაგბის წარმატება ჩვენ ერთიანობაზეა დამოკიდებული.

გოჩას და მისი გუნდის გადასაწყვეტია, ვიქნები თუ არა საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული. რაგბის კავშირში ჩემი მოღვაწეობა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ახალ პრეზიდენტს კი ვურჩევდი, რომ თავდაუზოგავად, დღე და ღამე იშრომოს.

ძალიან ბევრი პრობლემაა გამოსასწორებელი და ახალი გუნდის გადასაწყვეტია, ეს რა ფორმით გაკეთდება.

იმის თქმა კი ახლავე შემიძლია, რომ არასდროს ვიმუშავებ არც ერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში, ეს ჩემი პრინციპული მიდგომაა. თუ იქნება გადაწყვეტილება და ისეთ სტატუსს მოიფიქრებენ, რომელიც მომცემს საშუალებას, წარვდგე საერთაშორისო ფედერაციებში, მაშინ იქ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვან, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობას მოგახსენებთ ბატონო გია გაწეული სამუშAოებისათვის. თქვენ მოახერხეთ რაგბის ახალ სიმაღLეზე აყვანა. შEიძLება გული გწყდებათ, რომ ბოლომდე ვერ დაგაფასეს, მაგრამ მერუნეთ ყველაზე სიდი დაფასება გულშEმატკივრის სიყვარულია, რომელიც არ მოგაკლდებათ არასდროს. აი მაშინ კი იგრძNობთ რა ფასი ქონია თQვენს შრომას.
gorski
12:10 26-01-2016
0
გული მწყდება, რომ ეს კაცი მიდის
alex
11:44 26-01-2016
0

სიახლეები პოპულარული