"მოდით, არა შენარჩუნებაზე, არამედ მე-11 პოზიციის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ"

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ "ბორჯღალოსანთა" მიერ ოკეანეთის ტურნეზე მოპოვებულ წარმატებაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ოკეანეთის ტურნე ქართველმა მორაგბეებმა ორი გამარჯვებითა და ერთი ფრით დაასრულეს, რითაც რეიტინგში ისტორიული მე-11 ადგილი დაიკავეს.

- ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოში მე-11 გუნდია

"პირველ რიგში, ყველას გილოცავთ ამ უდიდესს წარმატებას, რადგან ეს მხოლოდ მორაგბეთა გამარჯვება არ არის - ეს ქვეყნის გამარჯვებაა. ჩვენმა ხასიათმა, შრომისუნარიანობამ, თავდადებამ, გონიერებამ და სწორედ დაგეგმილმა პროცესმა მოგვცა ის შედეგი, რომელმაც ამდენი ხალხი გაახარა.

ველოდით თუ არა ასეთ შედეგს? იცით,
დაგეგმილი არაფერი გვქონდა. ეს მატჩები მოსამზადებლად გამოვიყენეთ და ვიცოდით, რომ ისინი აუცილებლად გამოგვადგებოდა. ჩვენი მიზანი კარგი თამაში იყო, რამაც შემდგომ უკვე შედეგიც განაპირობა. სიმართლე გითხრათ, ყოველი მატჩის წინ მქონდა გამარჯვების განცდა.

ნოემბერში მორიგი ტესტ-მატჩები გველის და მოდით, რეიტინგში არა პოზიციის შენარჩუნებაზე, არამედ მის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაცური კაცების წინამძღოლი! ნოემბერში ვისაც შეუძლია და ვინც არ მივიდეს და არ უქომაგოს, შევარცხვინე ყველა!
qomagi
12:22 28-06-2016
0
იმ 300 სპარტელისა არ იყოს, ჩვენ არც ჰოკეისტები ვართ, არც მხტომელები, ან მოცურავეები და სამწუხაროდ არც ფეხბურთელ–ფრენბურთელები; რაგბია ჩვენი ხელობა!
0

სიახლეები პოპულარული