ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოში მე-11 გუნდია

AutoSharing Option
27 ივნისს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილზეა. "ბორჯღალოსნებს" 75,23 რეიტინგით ისტორიული ადგილი უკავიათ. მათ გაუსწრეს იაპონიას, ხოლო ფიჯიმ მე-10 ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრები არასოდეს ყოფილა ასე მაღლა მსოფლიო რეიტინგში.

"არც ისე ბევრ ნაკრებს შეუძლია ფიჯი ლელოს გარეშე დატოვოს. აი, საქართველომ კი ეს შეძლო და წყნარი ოკეანის ტურნე წაუგებლად დაასრულა. "ლელოებმა" ფიჯის მშობლიურ სუვაში მოუგეს - 14:3", - წერს მსოფლიო რაგბის საიტი.

ათეულში მთავარი ცვლილება საფრანგეთმა შემოგვთავაზა, რომელმაც ორი ადგილით წაიწია წინ და მე-7 ადგილზე
გადავიდა. არგენტინის ნაკრები 4 ადგილით დაქვეითდა და ბოლო 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბლაა რეიტინგში - მეცხრეა.

ტოპ-20
1. ახალი ზელანდია - 96.10
2. ინგლისი - 89.49
3. ს. აფრიკა - 86.32
4. ავსტრალია - 84.43
5. უელსი - 82.49
6. ირლანდია - 81.67
7. საფრანგეთი - 80.75
8. შოტლანდია - 80.44
9. არგენტინა - 80.20
10. ფიჯი - 75.49
11. საქართველო - 75.23
12. იაპონია - 74.95
13. იტალია - 72.23
14. სამოა - 71.37
15. ტონგა - 69.47
16. რუმინეთი - 68.74
17. აშშ - 65.60
18. კანადა - 64.53
19. ურუგვაი - 63.56
20. ნამიბია - 62.28
მკითხველის კომენტარები / 9 /
აი მესმის კაცები! ძალიან კარგი იქნება მათგან თუ აიღებენ მაგალითს. მორაგბეებს უყვართ სამშობლო და ამას საქმითაც ამტკიცებენ.
maiko
11:43 28-06-2016
0
ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ შოტლანდიის საშემოდგომო ტესტისთვის. ვაჩვენოთ ევროპას, რომ 6 ერს ვიმსახურებთ.
Gogi
11:04 28-06-2016
0

სიახლეები პოპულარული