გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
საქართველო VS გერმანია - ვუბრუნდებით "რაგბი ევროპას"
10:19 06-02-2016
დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" გათამაშების მატჩს გერმანიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე 14:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

2016 წლის საერთაშორისო სეზონის პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე მეტოქეებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს, ვარჯიშებს შორის კი გუნდების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა წინა სამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.


საქართველოს ნაკრები:
უკანა ხაზი: 15 ბექა წიკლაური, 14 გიორგი ფრუიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 ლაშა მალაღურაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ანტონ ფეიქრიშვილი, 4 გიორგი ჩხაიძე, 5 გიორგი ნემსაძე, 6
შალვა სუთიაშვილი (კაპ), 7 გიორგი თხილაიშვილი, 8  ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 23 გიორგი აფციაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 კახა ასიეშვილი, 18 გიორგი მელიქიძე,  19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.

დღესვე "რაგბი ევროპაზე" ითამაშებენ რუსეთი-ესპანეთი და რუმინეთი-პორტუგალია.

რაც შეეხება "ბორჯღალოსნების" მატჩების განრიგს წლევანდელ ტურნირზე, საქართველოს ნაკრები შინ ორ მატჩს ესპანეთსა (27 თებერვალი) და რუმინეთთან (19 მარტს) ჩაატარებს, სტუმრად კი პორტუგალიასა (13 თებერვლას) და რუსეთს (12 მარტს) დაუპირისპირდება.
duru
12:29 06-02-2016
მოვუგოთ და გავუსცროთ გერმანიას!!!!!!!!!!!!!!! ძირს გერმანია