შერმადინის 23 ქულა, 10 მოხსნა და MVP-ის ტიტული ანდორაში მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის დიდებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში. "ტენერიფემ" 24-ე ტურის შეხვედრა ანდორაში გამართა და ადგილობრივი გუნდი, სადაც შერმადინს წარსულში 2 სეზონი უთამაშია, 79:66 დაამარცხა. გამარჯვების სულისჩამდგმელი ქართველი ცენტრი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:04 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, რითაც შერმადინი ამ მატჩის MVP ხომ
გახდა და დიდი შანსია, ის ტურის საუკეთესოდაც დაასახელონ.

"ტენერიფემ" მიმდინარე სეზონში მე-15 გამარჯვება იზეიმა, რითიც 30 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე მყოფ "ვალენსიას" გაუთანაბრდა. "ტენერიფე" მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე "გრან კანარიას" შეხვდება, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩამდე კი შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ბერძნულ "პერისტერს" შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული