გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ "ანდორას" მოაგებინეს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "მანრესასთან" გამარჯვება იზეიმა.

ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ შერმადინი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიპოვა MVP-ის ტიტული. გიორგიმ 31 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 10-დან 7 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, მასპინძელთაგან ამ მხრივ მე-2 შედეგი (13)
კი ბურჯანაძეს ჰქონდა. ბექამ მოედანზე 28:00 წუთი გაატარა და 5 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

"ანდორამ" 11 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 12 მარტს, სტუმრად, "მურსიასთან" ჩაატარებს.

gbf.ge


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი წინა კომენტარი რატომ დაბლოკეთ, უხამსობას შეიცავდა, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას თუ კიდევ რამე უბედურებას? სწორი შენიშვნა კი არ უნდა გეწყინოთ, არამედ უნდა გაითვალისწინოთ ...ანგარიშის ჩამატება არ დაგავიწყდეთ!
ჯანო ჯანდიერი
18:35 05-03-2017
0

სიახლეები პოპულარული