დაუსვი კითხვა გიორგი შერმადინს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების და ესპანური "ანდორას" წევრი გიორგი შერმადინია.

შერმადინი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და თავის სანაკრებო მაისურით დაასაჩუქრებს.

კითხვების მიღება 22 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს. შერმადინი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 23 იანვარს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ:
კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა გიორგი შერმადინს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული