იტალია VS საქართველო - რამდენად ვართ მზად ევრობასკეტისთვის

AutoSharing Option
დღეს, 28 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე იტალიაში, ტრიესტეს ოთხთა ტურნირში ჩაებმება. პირველ მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდი მასპინძელ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 22:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

ტურნირზე ჩვენი მეტოქეები ასევე იქნებიან: რუსეთი (29 აგვისტო, 22:30) და მიჩიგანის უნივერსიტეტი (30 აგვისტო, 20:00). "პირველი არხზე" ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იგეგმება.

* * *
საქართველოს ნაკრები იტალიაში სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკიდან გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი სლოვენიაში იყო დაბანაკებული და ევრობასკეტისთვის საკურორტო ქალაქში გამალებით ემზადებოდა.

საქართველოს ნაკრები ტრიესტეში გუშინ, შუადღისას ჩავიდა და ზღვის პირას მდებარე სასტუმრო "სან როკოში" დაბინავდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს დიდი იმედი აქვს, რომ ტრიესტეს ტურნირი გუნდს საევრობასკეტოდ დაცვისა თუ თავდასხმის საბოლოო ოპტიმიზაციისთვის გამოადგება. აი, რა გვითხრა მან:

"საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი ეტაპი გეგმაზომიერად წარიმართა. ტრიესტეში სამ სხვადასხვა ნაკრებს ვეთამაშებით.

იტალია ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთაგანია და მასთან დაპირისპირება დაგვანახვებს, რამდენად მზად ვართ გრანდებთან სათამაშოდ. იტალიელებს თბილისშიც დავუპირისპირდით და გამოჩნდა მათი მაღალი კლასი. ვეცდებით, ამჯერად დაცვაში კიდევ უკეთ გავისარჯოთ".

რუსეთთან მატჩს მწვრთნელი პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს.

"ეს ჩემთვის მიუღებელია. სპორტი სხვაა, პოლიტიკა - სხვა. რუსეთთან შეხვედრა ჩვენთვის რიგითი მატჩია და ისეთივე მოტივირებულები გავალთ, როგორც იტალიასთან და ამერიკის კოლეჯების გუნდთან".

იგორ კოკოშკოვი ამბობს, რომ მიჩიგანის კოლეჯთან დაპირისპირება საინტერესო იქნება იმის გასარკვევად, რამდენად მზადაა საქართველოს ნაკრები სათამაშოდ ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებულ, სწრაფ გუნდებთან.

როგორც ყოველთვის, ოპტიმისტურადაა განწყობილი გიორგი შერმადინი:

"მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა, სლოვენიაში ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა და სათანადოდ მოვღონიერდით. ტრიესტეს ტურნირი საბოლოოდ დაგვანახვებს, რამდენად მზად ვართ საევრობასკეტოდ".

სასიხარულოა, რომ იტალიაში საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვედით. მცირე ტრავმები გუნდში არის, მაგრამ რაც მთავარია, გამოჯანმრთელდა თორნიკე შენგელია, რომელიც ჩვენთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშობს.

Sportall.Ge
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ვარჯიში იტალიაში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
аба араааа
кахабер
14:58 28-08-2015
0
ფარში სროლაში ივარჯიშეს ნეტა?
zura
12:13 28-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული