ისტორიაში პირველად: ვიდეორეფერიმ პენალტი დანიშნა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსაჯმა პენალტი ვიდეორეფერის რჩევის შემდეგ დანიშნა.

იაპონიაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იმართება და 14 დეკემბერს პირველი ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი.

"კაშიმა ანტლერსმა" 3:0 მოუგო "ატლეტიკო ნასიონალს" და მეორე ნახევარფინალური წყვილის (რეალი-ამერიკა) გამარჯვებულს ელის.

ამ შეხვედრაში, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსაჯმა პენალტი ვიდეორეფერის რჩევის შემდეგ დანიშნა.

მატჩის არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ ვერ შენიშნა, როგორ დაარღვიეს საჯარიმოში წესები იაპონელთა მცველის, დაიგო ნიშის მიმართ. კაშაიმ ვიდეორეფერი მოითხოვა, რომლის ვერდიქტითაც ფიფას ეგიდით პირველად დაინიშნა პენალტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან მაგარია და აუცილებელიც........
ფეხბურთშიც უამრავ უსამართლობას უნდა დაესვას წერტილი ბოლოს და ბოლოს, ისე როგორც რაგბში. ოღონდ ეს მასიური უნდა გახდეს და არა გამონაკლისის სახით ხდებოდეს.
ბაჩო
11:46 15-12-2016
0
არ მგონია კაი იდეა იყოს...
ქომაგი
10:36 15-12-2016
0

სიახლეები პოპულარული