ლონდონის "არსენალი" - ზედიზედ მეთოთხმეტედ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში

AutoSharing Option
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში დანის პირზე გაიარა და გადარჩა. "ნაპოლის" მიზნამდე ერთი გოლი დააკლდა.

თამაშის დასრულების შემდეგ ვენგერმა თავისუფლად ამოისუნთქა, თუმცა ის, რომ შესაძლოა ძალიან არ გაუმართლოს და ტურნირის უპირველეს ფავორიტებს მომდევნო ეტაპზევე გადაეყაროს, ფრანგს სერიოზულ სანერვიულოს უჩენს.

არსენ ვენგერი (არსენალი): "გვიხარია, რომ განსაცდელს თავი ავარიდეთ, თუმცა მიზნის მიღწევა ნერვების წყვეტად კი დაგვიჯდა.

იტალიელებთან თამაშს მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. მეორე ტაიმში აშკარად დაგვაღალატა ფიზიკურმა მომზადებამ, რადგან ქვეცნობიერად კვირის თამაშზეც ვფიქრობდით. "ნაპოლიმ" გვაიძულა, რიგ ეპიზოდებში შესაძლებლობების ზღვარზე გვეთამაშა. რაკი
გოლი ვერ გაგვქონდა, ამით მასპინძელს მეტ შანსს ვაძლევდით.

შესაძლოა, იმანაც შეგვიწყო ხელი, რომ პარალელურად "დორტმუნდი" ბოლო წუთებამდე 1:1-ს თამაშობდა, რაც "ნაპოლის" შედარებით ამშვიდებდა.

არტეტას წითელი ბარათი? მან დამარწმუნა, რომ ეპიზოდში წესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არბიტრმა, უბრალოდ, იჩქარა. ჩემი აზრით, მისთვის მეორე "ყვითლის" ჩვენება მეტისმეტად მკაცრი გადაწყვეტილება იყო.

ცუდია, რომ მეორე ადგილზე გავედით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვალდებულები ვიყავით, უკეთესი შედეგი გვეჩვენებინა. ახლა კენჭისყრა ძლიერ მეტოქეს შეგვახვედრებს, რაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ჩვენი ერთგვარი ტრადიციაა 1/8-ფინალში.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ზედიზედ მეთოთხმეტედ გავედით. იმედია, ბედი ამჯერად მაინც არ გაგვწირავს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. F ჯგუფი: ფინიტა ლა ტრაგედია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული