ბელგიის მე-4 დივიზიონის ფეხბურთელი ინფარქტით გარდაიცვალა

AutoSharing Option
ბელგიის ქვედა ლიგის, კერძოდ, მეოთხე დივიზიონის "ვილრიიკ-ბეერსხოტის" 23 წლის ფეხბურთელი ტიმ ნიკო გულის შეტევით გარდაიცვალა. მას გულმა პარასკევს, მატჩისას უმტყუნა და ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშის გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი ორშაბათს გარდაიცვალა.

სამწუხაროა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ბელგიაში მეორე მსგავსი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ აპრილის მიწურულს "ლოკერენის" მცველი გრეგორი მერტენსი ანალოგიურ ვითარებაში გარდაიცვალა.

"იგი მინდორზე ყოველთვის დათვივით იბრძოდა და ჩვენი ფანების კუმირი გახლდათ. მუდამ კარგ ხასიათზე იყო და ფანებთან სელფის გადაღება არასოდეს ეზარებოდა" - ნათქვამია
კლუბის განცხადებაში.

"რამდენი კითხვაა, პირველ რიგში კი, ყოველთვის ერთი კითხვა ჩნდება - რატომ? რატომ? რატომ? ძალიან ადრე დაგვტოვე. არასოდეს დაგივიწყებ. ყოველთვის ჩემს გულში იქნები" - წერს ნიკოს თანაგუნდელი უესლი სნოისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული