არგენტინის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ არგენტინის ოლიმპიური ნაკრების მთავარ მწვრთნელად ხულიო ოლარტიკოეჩეა დანიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

57 წლის სპეციალისტი ნაკრებს რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ხერარდო მარტინოს ნაცვლად წაიყვანს, რომელმაც პოსტი კოპა ამერიკა 2016-ის შემდეგ დატოვა.

ხულიო ოლარტიკოეჩეამ არგენტინის ნაკრების მაისურით მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატი მოიგო. მას აქამდე ქვეყნის ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებები გაუწვრთნია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ეს დებილიღა მაკლდა რა. მაგრა უბერავენ ამ ფედერაციებში. ვერ გავიგე რა, ამ ბრაზილიის არგენტინის, ინგლისის და სხვების ფედერაციებში გამოდებილების კურსებს გადიან თუ რა?!
MARADONA
14:14 07-07-2016
0

სიახლეები პოპულარული