ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის აზრით, არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარნენ.

არგენტინამ მეოთხედფინალში ნიდერლანდებს სძლია, ფინალში კი - საფრანგეთს.

"მართალი გითხრათ, ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა. თუ ვნახავთ, როგორ გაიტანა გოლები არგენტინამ და როგორ გავიტანეთ ჩვენ, ზოგიერთი არგენტინელი როგორ გადადიოდა ზღვარს და არ დასაჯეს, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.

მხედველობაში მაქვს, რასაც ვლაპარაკობ. მესი მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო? დიახ, მე ასე ვფიქრობ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
დიდი მწვრთნელი ხარ მაგრამ ბოღმა გაბრმავებს.. დი მარიამ უთხრა კარგად მათეუსს წადი და სხვაგან იტირეო. აქაც იგივეა. შეგჭამათ არგენტინამ ტაიმ ნახევარი, მერე მოდუნდნენ და მაგის ხარჯზე გაათანაბრეთ. ერთი თავით გჯობდნენ. მათი გოლები არ მოგეწონა? კაი ერთი... მესის საგოლე პასი ჯობდა ყველაფერს რაც ორი ტაიმის მანძილზე აკეთეთ. თამაშის დაწყებამდე დაიწყეთ არასპორტული და უღირსი ქცევა მოწინააღმდეგის დამცირებით და შეურაცყოფით პრესაში. მთელი თამაშის მანძილზე პროვოკატორობდით და კიდევ არგენტინელები უნდა გაეგდოთ თურმე..
ჩაწყობილი ყოფოლა თურმე არგენტინის ჩემპიონობა. ))). ამიტომ დაარტყმევინეს საფრანგეთს ორი პენალტი ფინალში))) თვალის ასახვევად))) კოლომუანი კი გააფრთხილეს ე ბიჭო, ბოლო წამზე მომენტი გექნება და აბა შენ იცი, მეკარეს არ აჯობოო..))). მერე სია გადაუცია დეშამს სკალონისათვის ვინ რომელ კუთხეში დაარტყამდა პენალტს)))
არტ
09:25 19-11-2023
0
პსჟ -ში გადასვლის ერთ-ერთი საიდუმლო პირობა იყო: რომ, არაბები მაიფლიოსაც მისცემდნენ.
დაკო
10:38 14-10-2023
2

სიახლეები პოპულარული