არგენტინაში ფეხბურთელი მოედნის ბარიერთან შეჯახებისგან დაიღუპა [+18 VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტრაგედია მოხდა არგენტინაში გამართულ საფეხბურთო მატჩზე. ქვეყნის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის გუნდის, "სან-მარტინ დე ბურსაკოს" ნახევარმცველი ემანუელ ორტეგა თამაშის დროს მიღებული თავის უმძიმესი ტრავმის შემდეგ გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა "ხევენტუდომ უნიდასთან" შეხვედრაში მოხდა. 21 წლის ფეხბურთელმა მეტოქესთან ჭიდილში თავი ვერ შეიკავა და მოედნის კიდეზე, ტრიბუნებისგან გამყოფ ბეტონის კედელს შეასკდა. დაზარალებული უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელის დაღუპვის გამო ქვეყნის ჩემპიონატის ყველა დივიზიონში მომავალი ტურის მატჩები გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი
შემთხვევა არაა, როდესაც მოედნის კიდეზე ბარიერთან შეჯახების გამო ფეხბურთელი იღუპება. 2008 წელს ხორვატიული კლუბის, "ზადარის" მოთამაშე ხრვოე კუსტიჩიც მსგავს ვითარებაში დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართულ "ტორპედო"-"სიონის" მატჩის დროს, ქუთაისელთა მცველი გიორგი ონიანი მოედნიდან ორიოდე მეტრის მოშორებით აღმართული ბადის დამჭერ ბოძს შეეჯახა. საბედნიეროდ, გიორგი გადარჩა, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუხდა.

ასევე იხილეთ:
გიორგი ონიანი: მითხრეს, თუ სიცოცხლე გინდა, მოედანზე აღარ უნდა გახვიდეო
მკითხველის კომენტარები / 1 /
დააკვირდით მეტოქე განზრახ,როგორ უხეშად შეეჯახა,რის შემდეგაც გარდაიცვალა,საწყალი ბიჭი,ეს ფეხბურთი კიარა უფრო სასიკვდილო დუელია.
nikolozi
18:24 15-05-2015
0

სიახლეები პოპულარული