პსჟ ბუსკეტსში 100 მლნ ევროს იხდის, ფეხბურთელს კი 16 მლნ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" ნახევარმცველით, სერხიო ბუსკეტსით სერიოზულადაა დაინტერესებული. ამის შესახებ Marca იუწყება.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი მზადაა, ესპანეთის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველში 100 მლნ ევრო გადაიხადოს, თავად მას კი ხელფასად წლიური 16 მლნ ევრო შესთავაზოს. პსჟ-ის წარმომადგენლებმა ბუსკეტსს უკვე სთხოვეს, აცნობოს მათ, აპირებს თუ არა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას.

მანამდე ვრცელდებოდა ხმები, თითქოს ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო კატალონიური კლუბის წარმომადგენელთა ქმედებით, რომლებიც მისი კონტრაქტის პირობების გადახედვას არ ჩქარობენ.

ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2019 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული