სერია A. XX ტური: "მილანი" ვერ თამაშობს და ჩხუბობს [VIDEO]

AutoSharing Option
24 იანვარს სერია A -ს მე-20 ტურის ორი მატჩი გაიმართა.

"კალიარიმ" 2:1 დაამარცხა "სასუოლო". ლუკა როსეტინიმ ჯერ "სასუოლოს" კარში გაიტანა გოლი, მერე კი საკუთარში, თუმცა კუნძულელებს ხორვატმა დუიე კოპმა მოაგებინა.

დაძაბული მატჩი გამოდგა რომში, სადაც ფილიპო ინძაგის "მილანი" სტუმრობდა. "ლაციოს" მცველების უხეში შეცდომით ჟერემი მენეზმა ისარგებლა და "მილანი" დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში "ლაციომ" სტუმრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

მარკო პაროლომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი მიროსლავ კლოზეს ანგარიშზეა.
იხილეთ მატჩის ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის ბოლოს ფილიპ მექსემ მეტოქეზე გაიწია, რისთვისაც ის გააძევეს.
"მილანის" კრიზისი აშკარაა.
იხილეთ ინციდენტის ვიდეო
Sportall.Ge

კალიარი-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 როსეტინი (20), 1:1 როსეტინი (76 ს.კ.), 2:1 კოპი (79)
გაძევება: აჩერბი (88. სასუოლო)

ლაციო-მილანი 3:1
გოლები: 0:1 მენეზი (4), 1:1 პაროლო (47), 2:1 კლოზე (51), 3:1 პაროლო (81)
გაძევება: მექსე (91. მილანი)

1. იუვენტუსი - 46 ქულა; 2. რომა - 41; 3. ლაციო - 34; 4. ნაპოლი - 33; 5. სამპდორია - 33.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული