სერია A-ს XVI ტური "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" მოგებით გახსნეს [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთში 2014 წელი სუპერთასის პაექრობით დაიხურება, სადაც ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" წარდგებიან. ეს მატჩი ორშაბათს გაიმართება და ამიტომ ტურინელებმა და ნეაპოლელებმა სერია A-ში თავიანთი შეხვედრები 18 დეკემბერს გამართეს.

ტურინულმა გრანდმა სტუმრად "კალიარი" დაამარცხა, "ნაპოლიმ" კი შინ "პარმას" აჯობა.

"სან-ელიას" სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "იუვენტუსი" უკვე მე-3 წუთზე კარლოს ტევესმა დააწინაურა, მე-15 წუთზე კი არტურო ვიდალი გამოირჩა ზუსტი დარტყმით. მასპინძლებს ყველა იმედი 50-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ გადაუწურა, რომელმაც ანგარიში 0:3 გახადა.

დარჩენილ დროში "კალიარიმ" მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა - 65-ე
წუთზე ლუკა როსეტინიმ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ტურინის "იუვენტუსმა", რომლის აქტივში 39 ქულაა, სერია A-ს სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.

* * *
"ნაპოლიმ" საკუთარ სტადიონზე ორი უპასუხო გოლი გაუტანა ცხრილის ფსკერზე მყოფ "პარმას". 

ნეაპოლში, "სან-პაოლოზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე, დუვან საპატას გოლით გაიხსნა. 30-ე წუთზე სტუმართა კარში მეორე გოლი დრის მერტენსმა ზუსტი 11-მეტრიანით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამ გამარჯვებით "ნაპოლიმ" 27 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე აღზევდა.

იტალია. სერია A. XVI ტური
ხუთშაბათი. 18 დეკემბერი
კალიარი-იუვენტუსი 1:3

გოლები: 0:1 ტევესი (3), 0:2 ვიდალი (15), 0:3 ლორენტე (50), 1:3 როსეტინი (65).
კალიარი (4-4-1-1): კრანიო - ბენედეტი (46. დონსა), კაპიტელი, როსეტინი, კაპუანო - კონტი, ეკდალი, ბალცანო, აველარი - კოსუ - იბარბო (75. ჩაო)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ოგბონა, კიელინი, ევრა - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - პერეირა (81. პადოინი) - ტევესი (86. ჯოვინკო), ლორენტე (73. მორატა)
გაფრთხილება: როსეტინი, კაპიტელი, აველარი, კაპუანო (კალიარი)
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 16-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-7(2-5); ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 15 000

ნაპოლი-პარმა 2:0
გოლები: 1:0 საპატა (19), 2:0 მერტენსი (30-პენ.)
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ენრიკე, ბრიტოსი, გულამი - დავიდ ლოპესი, ფრელო - კალეხონი (78. ფრელო), ჰამშიკი, მერტენსი (65. დე გუზმანი) - საპატა (70. იგუაინი)
პარმა (4-3-3): მირანტე - სანტაკროჩე (76. მენდესი), ლუკარელი, პალეტა, გობი - მაური, ასკუა, გალოპა (58. ლოდი) - დე ჩელიე (46. რისპოლი), კასანო, პალადინო
გაფრთხილება: ბრიტოსი - გობი, გალოპა, სანტაკროჩე, მენდესი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14-3(6-0); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 35 000

შაბათი. 20 დეკემბერი
სასუოლო-ჩეზენა 21.00
დისკვალიფიკაცია: კონსილი - ვოლტა.
ტრავმა: პეგოლო, მანფრედინი - მარილუნგო, პერიკო, რენძეტი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +3=1-0, (10-1)

რომა-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: ასტორი, პიანიჩი, ჰოლებასი (რომა).
ტრავმა: უჩანი, სკორუპსკი, ბალცარეტი, კასტანი - აბატე, ალექსი, დე შილიო, მასტური, ვან გინკელი, ალბერტაცი, ტორესი, რამი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +14=15-15, (56-52)

კვირა. 21 დეკემბერი
ვერონა-კიევო 15.30
დისკვალიფიკაცია: აგოსტინი - ბოტა.
ტრავმა: რაფაელი, იონიცა, ობადი, სალა, იანკოვიჩი, ლუნა, გომესი - ბოტა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=1-4, (9-9)

ატალანტა-პალერმო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: როსეტი, ესტიგარიბია, რაიმონდი - ბარეტო, დაპრელა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +5=5-6, (16-18)

ფიორენტინა-ემპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: ვეჩინო (ემპოლი).
ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, ბაბაქარი - გუარენტე, ლაურინი, პერტიკონე.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +9=2-1, (22-8)

სამპდორია-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: რომანიოლი - ალანი.
ტრავმა: სილვესტრი, სანსონე, ვსზოლეკი - მურიელი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +14=11-9, (63-53)

ტორინო-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: იანსონი - პერინი, პეროტი.
ტრავმა: ბენასი, ბაშა, ლარონდო, მაზიელო - მანდრაგორა, პანიკო, კუცკა.
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +6=9-7, (23-25)

ინტერი-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ერნანესი, ვიდიჩი - ბრაავჰეიდი, ჯენტილეტი, სიანი, პერეირინია, კავანდა, კანდრევა, ედერსონი, ბილია.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +14=18-16, (63-65)

შენიშვნა: პარმა -1 ქულა

ბომბარდირები:
10 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), ჟერემი მენეზი (მილანი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული