"ზაფხულში "ნაპოლის" მხოლოდ მშიშრები დატოვებენ" - რა განაცხადა დი ლორენცოს აგენტმა?

AutoSharing Option
"ნაპოლის" განაპირა მცველის, ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯუფრედიმ Canale 8-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ნეაპოლური კლუბის ფეხბურთელები სირთულეებმა არ უნდა შეაშინოს და სხვა გუნდში გადასვლაზე არ უნდა იფიქრონ.

"რთული პერიოდი ნებისმიერ კლუბს შეიძლება დაუდგეს. რატომ აქვს "ნაპოლის" ჩავარდნა? მიზეზის დასახლება მარტივი არ არის.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვინც "ნაპოლის" სეზონის ბოლოს დატოვებს, მშიშარა იქნება", - განაცხადა ჯუფრედიმ.

altCalciomercato: "ნაპოლის" მომავალი ტრანსფერები ოსიმენიდან "კვარამდე" და დი ლორენცომდე - რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს დე ლაურენტისმა?"

altაირია მონასტერი: დე ლაურენტისი

გუნდს გასახდელში ჩაუვარდა - დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი გუნდი მოიხოდება მომავალ სეზონში და ხვიჩა გუნდის უპირობო ლიდერი გახდება!
ვიტო
17:17 25-04-2024
7
ვაი, შენს პატრონს...
თვითონ დილორენცო დატოვებს ნაპოლის, მერე?
ლევანი
16:10 25-04-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული