ბუნდესლიგა. XIII ტური: "ლაიპციგმა" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
3 დეკემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ლაიპციგმა" 2:1 დაჯაბნა "შალკე" და წინა დღეს დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. მატჩის დასაწყისში სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ტიმო ვერნერმა გოლად გარდასახა.

ამის შემდეგ თამაშის მთავარი პირი ზეად კოლაშინაცი გახდა, მან ჯერ მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში გაათანაბრა, მერე კი თავურით საკუთარი მეკარე გააწბილა.

"ბორუსიების დერბიში" "დორტმუნდმა" 4:1 იმარჯვა "გლადბახზე". თავიდან სტუმრები რაფაელმა დააწინაურა, მაგრამ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ერთ წუთში გაათანაბრა. ლუკაშ პიშჩეკმა "დორტმუნდი" წინ გაიყვანა - ეს ყველაფერი საწყის 15 წუთში ჩაეტია.

მეორე ტაიმში უსმან დემბელემ გაიტანა, ხოლო ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და "დორტმუნდმა" დიდი ანგარიშით იმარჯვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჰოფენჰაიმმა" 4:0 გაანადგურა "კიოლნი" და კვლავ დაუმარცხებელია ბუნდესლიგაში, ხოლო "ჰერტამ" სტუმრად 5-გოლიანი თრილერი მოუგო "ვოლფსბურგს" 3:2 და მესამე ადგილზეა.

შაბათი. 3 დეკემბერი
დორტმუნდი-გლადბახი 4:1
გოლები: 0:1 რაფაელი (6), 1:1 ობამეიანგი (7), 2:1 პიშჩეკი (15), 3:1 დემბელე (64), 4:1 ობამეიანგი (68)

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1 ჰაბერერი (30), 1:1 ჩალჰანოღლუ (60)
გამოუყენებელი პენალტი: ხ. ერნანდესი (88. ლევერკუზენი)

ვოლფსბურგი-ჰერტა 2:3
გოლები: 1:0 მაიორალი (12), 1:1 პლატენჰარდტი (16), 2:1 სეგუინი (18), 2:2 ესვაინი (69), 2:3 კალუ (91-პენ)
გაძევება: სეგუინი (87. ვოლფსბურგი)

ვერდერი-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 1:0 კრუზე (24), 1:1 ზუტნერი (58), 2:1 ბარტელსი (76)

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 4:0
გოლები: 1:0 ს. ვაგნერი (8), 2:0 ტოლიანი (39), 3:0 ს. ვაგნერი (67), 4:0 უთი (89)

ლაიპციგი-შალკე 2:1
გოლები: 1:0 ვერნერი (2-პენ), 1:1 კოლაშინაცი (31), 2:1 კოლაშინაცი (47 ს. კ.)

პარასკევი. 2 დეკემბერი
მაინცი-ბაიერნი 1:3

კვირა. 4 დეკემბერი
დარმშტადტი-ჰამბურგი 18:30
აუგსბურგი-აინტრახტი 20:30

1. ლაიპციგი - 33 ქულა; 2. ბაიერნი - 30; 3. ჰერტა - 27; 4. ჰოფენჰაიმი - 25; დორტმუნდი - 24.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული