ბუნდესლიგა. XXIX ტური: გერმანიაში "ბაიერნი" შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
18 აპრილს გერმანული ბუნდესლიგის 29-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

პორტუგალიაში მარცხის მერე, ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ჰოფენჰაიმი". 38-ე წუთზე სტუმრები სებასტიან როდემ დააწინაურა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ანდრეას ბეკმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით, სრულად ვაკონტროლებდით მოვლენებს. მეორეში გაგვიჭირდა, ბიჭები გადაიღალნენ. ძალიან ვამაყობ ამ ფეხბურთელებით. ახლა წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენი ნომერ პირველი მიზანი "პორტუს" დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა".

ლევერკუზენის "ბაიერმა"
შინ 4:0 გაანადგურა ბუნდესლიგაში დარჩენისათვის მებრძოლი "ჰანოვერი". გოლები ომერ თოფრაქის, იულიან ბრანდტის, კირიაკოს პაპადოპულოსის და შტეფან კისლინგის ანგარიშზეა. ეს "ლევერკუზენის" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა ბუნდესლიგაში.

დორტმუნდში "ბორუსიამ" 3:0 მოუგო "პადერბორნს" ჰენრიხ მხითარიანის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის და შინჯი კაგავას გოლებით. შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდმა" პირველად ითამაშა მას მერე, რაც იურგენ კლოპმა გამოაცხადა, რომ გუნდიდან მიდის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "ახლა ვიცი რამდენი ქულა გვაქვს და რამდენი ქულა გვჭირდება სეზონის ბოლომდე, მეტი არაფერი მაინტერესებს. დღეს, რომ არ მოგვეგო, ევროპალიგის საგზურზე ოცნებას უნდა დავმშვიდებებოდით. მოხარული ვარ, რომ ეს არ მოხდა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაიმსახურეს ეს მოგება.

დღეს გულშემატკივარი საოცარი იყო, ეს ჩემს გამო არა, გუნდის კარგი თამაშის გამო".

დორტმუნდი-პადერბორნი 3:0
გოლები: 1:0 მხითარიანი (48), 2:0 ობამეიანგი (55), 3:0 კაგავა (80)

ლევერკუზენი-ჰანოვერი 4:0
გოლები: 1:0 თოფრაქი (20), 2:0 ბრანდტი (40), 3:0 პაპადოპულოსი (49), 4:0 კისლინგი (70)

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 როდე (38), 0:2 ბეკი (93 ს. კ.)

ჰერტა-კიოლნი 0:0

ფრაიბურგი-მაინცი 2:3
გოლები: 0:1 ოკაზაკი (39), 0:2 ოკაზაკი (45), 1:2 მეჰმედი (81), 1:3 მალი (83), 2:3 შმიდი (91)

აუგსბურგი-შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 ვერნერი (7), 1:1 გინჩეკი (22), 2:1 ბობადილია (73)

1. ბაიერნი - 73 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 60; 3. ლევერკუზენი - 54; 4. მიონხენგლადბახი - 54; 5. აუგსბურგი - 42.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული