"ჰამბურგმა" ვან მარვეიკი დაითხოვა, სლომკა დაინიშნა

AutoSharing Option
უმძიმეს კრიზისში მყოფმა "ჰამბურგმა" თვით "ბრაუნშვაიგთანაც" ვერაფერი გააწყო! ჩრდილოგერმანული კლუბი ბუნდესლიგის აუტსაიდერთან 2:4 დამარცხდა, რაც "ჰამბურგისთვის" ზედიზედ მეშვიდე წაგება გახლდათ. შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან მარვეიკი ზედ ფინალური სასტვენის შემდეგ გაათავისუფლეს!

არადა, ეს ჰოლანდიელი სპეციალისტისთვის მწვრთნელის რანგში ბუნდესლიგაში მე-100 შეხვედრა გახლდათ - ამ ასიდან ვან მარვეიკმა 85-ში დორტმუნდის "ბორუსიას" უხელმძღვანელა, "ჰამბურგში" კი მხოლოდ 15 ტური გაძლო.

გაგახსენებთ, რომ ვან მარვეიკი "ჰამბურგის" თავკაცად სულ რაღაც ოთხთვენახევრის წინ დანიშნეს და მაშინ ამ თანამდებობაზე ტორსტენ ფინკი შეცვალა. ცნობისათვის, "ჰამბურგი" ვან
მარვეიკს კომპენსაციის სახით 3 მილიონ ევროს (!) გადაუხდის.

წინა კვირაში "ჰამბურგის" მომავალ მწვრთნელად ფელიქს მაგათის კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ინგლისში წავიდა და "ფულჰემის" დამრიგებლად დაინიშნა. 16 თებერვალს გადაწყდა, რომ "ჰამბურგს" მირკო სლომკა უხელმძღვანელებს. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა სლომკა ბუნდესლიგის "უკანასკნელი დინოს" გადარჩენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული