ფელიქს მაგათის იდეა: ნულოვანი ფრის დროს გუნდებს ქულები არ მივცეთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა გერმანულ მედიას თავისი ხედვა გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ბუნდესლიგა მაყურებლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

62 წლის ცნობილი გერმანელი სპეციალისტის აზრით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა ნულოვანი ფრის შემთხვევაში გუნდების უქულოდ დატოვება იქნებოდა.

"ქულათა დარიცხვის საკითხში ცვლილებები, შესაძლოა, კარგი იდეა იყოს - არ მივცეთ ქულები გუნდებს ნულოვანი ფრის დროს. აი, შედეგიანი ფრის შემთხვევაში კი იყოს თითო ქულა, როგორც ეს ამჟამადაა.

ამით გუნდებს ვაიძულებთ, გატანაზე უფრო მეტი იზრუნონ და აღარ იქნებიან კონცენტრირებულნი სტაბილურ დაცვაზე", -
აქვეყნებს მაგათის ნათქვამს tz.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ, საწყალი გერმანელები
ვერ მოუფიქრებიათ შეთანხმებით, 1:1 -ზეც მშვენივრად რომ ითამაშებენ. სადაა ჩვენები :)
ბედკრული ქართველი
17:32 15-02-2016
0
ჩამოკლება უფრო გამოაცოცხლებდათ
besa
17:10 15-02-2016
0

სიახლეები პოპულარული